მწარე აბლაბუდიანი სოკო

მწარე აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius causticus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა.

მწარე აბლაბუდიანი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  მწარე აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius causticus (Fr.) 1838

არასაჭმელი სოკოა. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მშრალ ქვიშიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Cortinarius causticus var. cariosipes Melot 1995
  • Cortinarius causticus Fr. 1838 var. causticus
  • Cortinarius causticus var. tenuisporus Moënne-Locc. & Fillion 2000
  • Hygramaricium causticum (Fr.) Locq. 1979

ქუდის დიამეტრი — 3-6 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ბრტყლად ამობურცული, ლორწოვანი ზედაპირით. წითურ-ჟანგისფერი მოწითალო-ყავისფრამდე. კიდეები უფრო ღია ფერისაა და დახეთქილი.[2]

ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სისქე — 0,6-2 სმ, ძირში დაწვრილებული, ჟანგმიწისფერი, ოდნავ წებოვანი ზედაპირით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, თავიდან ღია ჟანგისფერია, შემდგომში — წითურ-ჟანგისფერი.

რბილობი — მოთეთრო, კანქვეშ ჟანგისფერი, სუსტი სუნითა და მომჟავო გემოთი. ქუდის კანი მწარეა.[3]

სპორები — ელიფსისებრი, წვრილხორციანი ზედაპირით, მუქ-ჟანგისფერი, 6–7,5×3,5–4,2 (5) მკმ.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fries, E.M. (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):270.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 188, ISBN 99940-856-1-1.
  3. 3.0 3.1 Mycoquebec. Cortinarius causticus. ციტირების თარიღი: 2018-01-05.