მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია (ლეჩხუმი)

მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ისტორიული ლეჩხუმის ერთადერთი გუმბათიანი ძველი ეკლესიაა,რომელიც აგებულია XVIII საუკუნეში და დგას მთის კონცხზე, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარჯვენა კალთაზე.

მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია(ლეჩხუმი)
მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია (ლეჩხუმი) — საქართველო
მცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია (ლეჩხუმი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°37′23″ ჩ. გ. 42°48′09″ ა. გ. / 42.62306° ჩ. გ. 42.80250° ა. გ. / 42.62306; 42.80250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
აღმოსავლეთის სარკმლის წარწერა

ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოს საეკლესიო ცენტრის, დიდი მცხეთის სახელი, ლეჩხუმის გარდა მეორდება ოლთისის რაიონშიაც[1]. ამას გარდა ცნობილია სოფელ ერედვში ორი ეკლესია - დაბლა მცხეთის ჯვარი და მაღლა მცხეთის ჯვარი; არსებობს აგრეთვე მცხეთის კვირაცხოველი და სხვა.

დღევანდელი ეკლესია სიტყვიერი გადმოცემის თანახმად, ოტია დადიანის მეუღლეს, რაჭის ერისთავის შოშიტას ასულს გულქანს აუგია და 1728—1761 წლებშია სავარაუდო, რასაც ხუროთმოძვრული თავისებურებანიც ადასტურებს.

ეკლესია თეთრი ფერის თლილი ქვებითაა აგებული. იგი წარმოადგენს ჯვრულ–გუმბათოვან ნაგებობას. რვაწახნაგოვანი, მცირე ზომის გუმბათი საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. თითეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. თითო სარკმელია საკურთხეველში, გვერდით სათავსოებში – სადიაკვნე და სამკვეთლო. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთიდან და დასავლეთიდან. საკურთხეველი ძირითადი სივრცისაგან ხის კანკელით არის გამიჯნული, რომელზეც წმინდანებია დახატული. მარჯვენა შესავლელის თავზე წარწერაა: „ჩყჲდსა (1864 წელი) წელსა აგვისტოს შვიდსა აღემართა კანკელი ესე ამავე ეკლესიის საკუთრებისაგან“.[2]

ეკლესიის ფასადები ძირითადად დეკორირებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის. მათი გაფორმებაც იდენტურია – ორნამენტირებული საპირით შემკული სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია, ხოლო ფრონტონის კეხში ვერძის თავია ჩასმული. აღმოსავლეთის სარკმელს ისრულთაღოვანი წყვილი გრეხილი ლილვი, ვარდულების მწკრივი და ფოთლოვანი ორნამენტის ზოლი შემოუყვება. დასავლეთის სარკმელს ორი გლუვი ლილვი უვლის, ხოლო საპირის ბრტყელი არე მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებით არის შევსებული. აღსანიშნავია აღმოსავლეთის სარკმლის მარჯვენა კუთხეში გამოკვეთილი ხელი, მას მხედრული წარწერა ახლავს — „ხელი ნასყიდას, კალატოზის ქართლელის“.

XIX საუკუნეში ეკლესია შეუთეთრებიათ, შიგნიდან შეულესავთ და სამხრეთის კარი ჯვრისებური მოხაზულობის ჩარჩოთი გაუფორმებიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. კ. ბერძენიშვილი, ი. გ. ბანძელაძე, მ. გ. სურამელაშვილი, ლ. ო ჭურღულია. ლეჩხუმი, გვ. 69–72, „მეცნიერება“, თბილისი, 1983 წელი.
  1. ექვთიმე თაყაიშვილი. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, 1910 წელს (პარიზი, 1937 წელი)
  2. ლაპიდარული წარწერები, I, ვალერი სილოგავას გამოც. თბილისი, 1980 წელი