მცირე ხუტია
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მცირე ხუტია — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების პტიშისა და ჩხალთის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3280 მ. აგებულია ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით, გრანიტოიდებით, გნაისებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი.
მცირე ხუტია | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′20″ ჩ. გ. 41°41′01″ ა. გ. / 43.18889° ჩ. გ. 41.68361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3280 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები, გრანიტოიდი, გნაისი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 519.