გლაციოდისლოკაცია
გლაციოდისლოკაცია, მყინვარული დისლოკაცია (ლათ. glacies — ყინული და დისლოკაცია) — მყინვარის მოქმედებით გამოწვეული ქანის დარღვევა და განლაგება.[1] გლაციოდისლოკაციის წარმოქმნისათვის აუცილებელია დიდი სიმძლავრის მყინვარი, თუმცა გლაციოდისლოკაცია მეტწილად მხოლოდ ქანების ზედაპირულ ფენას მოიცავს.[2]
ყველა გლაციოდისლოკაციას მიხეილ გროსვალდი სამ ძირითად ჯგუფად ყოფს: აქტიურ მყინვარებთან დაკავშირებული ზედაპირისპირა დისლოკაცია; დეგრადირებულ ყინულთან დაკავშირებული ზედაპირისპირა დისლოკაცია და ლითოსფეროს უფრო ღრმა ნაწილებში არსებული გლაციოტექტონიკური გარდაქმნა. ნაოჭა-ქერცლოვანი დეფორმაციები დაკავშირებულია ყინულის მოძრაობასთან ყინულსაფრის პერიფერიულ ნაწილში. მათ მიეკუთვნება ყველა ცნობილი მძლავრი გლაციოდისლოკაცია.[1]
ვალტერ კუპშის ჰიპოთეზით, ნაოჭა-ქერცლოვანი დეფორმაციები წარმოქმნილია ლითოსფეროს ეპიდერმული ნაწილის მოძრაობის შედეგად. ამგვარი, მსოფლიოში უდიდესი გლაციოდისლოკაციები, როგორც ჩანს, დასავლეთ ციმბირში არსებული ციმბირის უვალებია. უდიდესი ნაოჭა-ქერცლოვანი გლაციოდისლოკაცია ბელარუსის ტერიტორიაზე აღწევს 80 კმ სიგრძეს და 3 კმ სიგანეს.[3]
პოლონეთსა და გერმანიაში ცნობილია 100 მ სიღრმეზე დაშრეტილი გლაციოდისლოკაციები. ხშირად გლაციოდისლოკაციაში მკვიდრი ქანები მორენებთანაა აღრეული, ხოლო ზოგჯერ მორენაში დიდი ბელტებია წარმოდგენილი. გლაციოდისლოკაცია რელიეფში გამოხატულია ნემსისებრი დაწნევის მორენების ან განცალკევებული ვეებერთელა მაღლობების სახით. გლაციოდისლოკაცია გლაციოტექტონიკის შესწავლის საგანია.[4]
გლაციოდისლოკაცია გამოვლინებულია ყველა ძველ გამყინვარების არეში, მათ ფართოდ იყენებენ პალეოგლაციოლოგიური რეკონსტრუქციების დროს, ტექტონიკური პროცესების მოდელირებაში, აგრეთვე პრაქტიკულ მიზნებში.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.
- ↑ Левков Э. А. Гляциотектоника. — Минск: Наука и техника, 1980. — 280 с.
- ↑ Сибирские Увалы. Природный парк «Самаровский Чугас»
- ↑ Центральная Научная Сельскохозяйственная Библиотека
- ↑ Всероссийский научно-исследовательский геологический институт им. А.П. Карпинского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-09. ციტირების თარიღი: 2021-02-09.