მიხეილ გროსვალდი (რუს. Михаил Григорьевич Гросвальд; დ. 5 ოქტომბერი, 1921 — გ. 16 დეკემბერი, 2007) — რუსი გეომორფოლოგი და გლაციოლოგი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1992). შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი (1993). რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (2002).[1]

მიხეილ გროსვალდი
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1921(1921-10-05)
დაბ. ადგილი გროზნო
გარდ. თარიღი 16 დეკემბერი, 2007(2007-12-16) (86 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ანდრია გრიგორიევის სახელობის პრემია

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გეომორფოლოგად სამეცნიერო-საწარმოო გაერთაინება „აეროგეოლოგია“-ში, 1956 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამხრეთ ციმბირისა და შუა აზიის მთებში მოწყობილ ექსპედიციებში, ფრანც-იოსების მიწაზე, შპიცბერგენზე, გრენლანდიაზე, ანტარქტიდაზე, არქტიკაში და სხვა.[1]

1939–50 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ საიანის მომიჯნავე რაიონების თანამედროვე და ძველი გამყინვარება, ანთროპოგენური ვულკანიზმი და ნეოტექტონიკა“. 1965 წელს გადამუშავებული დისერტაცია გამოიცა წიგნის სახით „აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთის რელიეფის განვითარება“, რომელიც ავტორის პირველი მონოგრაფიაც გახდა.[2]

1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კონტინენტური შელფების საფარული მყინვარები“, რომელიც მოგვიანებით გამოიცა ორ — სრულ („კონტინენტური შელფების საფარული მყინვარები“, 1983) და შემოკლებულ („კონტინენტური შელფების გამყინვარება“, 1984) ვარიანტებში.[2]

მიხეილ გროსვალდმა წამოაყენა ახალი კონცეფცია ზღვის აუზებისა და მათი კიდეების საფარული გამყინვარების შესახებ, რომელსაც მარინოგლაციოლოგია ეწოდა. ამერიკელ მეცნიერებთან ჯორჯ დენტონთან და ტერენს ჰიუზთან ერთად გამოყო პანარქტიკული მყინვარული საფარი, დაამტკიცა ევრაზიის არქტიკული შელფების პლეისტოცენური საფარული გამყინვარება და სხვა. 1990 წელს მიენიჭა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის ლინეს დიდი ვერცხლის მედალი.[2] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ანდრია გრიგორიევის სახელობის პრემიის ლაურეატი (2001).[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Развитие рельефа Саяно-Тувинского нагорья. М., 1965;
  • Покровные ледники континентальных шельфов. М., 1983;
  • Оледенение континентальных шельфов. М., 1983;
  • Гляциологический словарь. М., 1984 (соавт.);
  • Взаимодействие оледенения с атмосферой и океаном. М., 1987 (соавт. и соред.);
  • Евразийские гидросферные катастрофы и оледенение Арктики. М., 1999;
  • Полвека в поиске отзвуков великих оледенений. М., 2004.
  1. 1.0 1.1 1.2 Михаил Григорьевич Гросвальд // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
  2. 2.0 2.1 2.2 Материалы гляциологических исследований. Выпуск 106. Москва, апрель 2009