მუჰამედ უმრანი
მუჰამედ უმრანი | |
არაბ. محمد عمران | |
სირიის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი 1965 – 14 თებერვალი 1966 | |
წინამორბედი | ჰამად უბაიდი |
მემკვიდრე | ჰაფეზ ასადი |
სირიის ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მარტი 1963 – 15 დეკემბერი 1964 | |
დაბადებული | 1922 ალ-მუჰარამი, სირია |
გარდაცვლილი | 4 მარტი 1972 ტრიპოლი, ლიბანი |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
გენერალ-მაიორი მუჰამედ უმრანი (არაბ. محمد عمران, დ. 1922 — გ. 4 მარტი, 1972 ) — სირიელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკური პარტია ბაასის სამხედრო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხელისუფლებაში იყო 8 მარტის რევოლუციიდან 1966 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე.
ბიოგრაფია
რედაქტირებამუჰამედ უმრანი დაიბადა 1922 წელს ჰომსის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ალ-მუჰარამში, ალავიტების მცირემესაკუთრეთა ოჯახში, რომელიც ჰაიატინის ტომს მიეკუთვნებოდა. მსახურობდა სირიის არმიაში და მონაწილეობდა პალესტინის ომში (1947-1949). სამხედროების მიერ სირიის პოლიტიკაში ჩარევის შემდეგ, იგი დაინტერესდა პოლიტიკური საქმიანობით. ის იყო პუტჩის ერთ-ერთი მონაწილე, რომლის შედეგად აქრამ ჰაურანმა ჩამოაგდო ადიბ ალ-შიშაქლი. [1]
ჰაფეზ ასადთან, სალაჰ ჯადიდთან, აჰმად ალ-მირთან და აბდ ალ-ქარიმ ალ-ჯუნდთან ერთად მან დააარსა ბაასის პარტიის სამხედრო კომიტეტი, რომლის დე ფაქტო ლიდერი თავად გახდა. [1] 8 მარტის რევოლუციამდე ის იყო კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე მისი უხუცესი წევრი.[2] სამხედრო კომიტეტის თავდაპირველი მიზანი იყო ბაასის პარტიის აღდგენა, რომელიც გამალ ნასერმა დაშალა გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის (UAR) შექმნის შემდეგ. [1] გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში უმრანმა და ჯადიდმა არაერთხელ იმოგზაურეს ქვეყნის მასშტაბით, რომლის დროსაც მათ შეძლეს კონტაქტების დამყარება ბაასის პარტიის ყოფილ წევრებთან სამხედრო კომიტეტის არსებობის შესახებ ინფორმირების გარეშე. [1] გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ უმრანი დაუკავშირდა კომიტეტის წევრებს და განიხილა მათთან სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობა პარტიის აღდგენისთვის. სირიაში პოლიტიკური კლიმატის და სხვა პარტიებთან შედარებით ბაასის პარტიის გავლენის შეფასებისას უმრანი მივიდა დასკვნამდე, რომ დაგეგმილი გადატრიალება წარმატებული იქნებოდა. [1]
მუჰამედ უმრანი იყო მე-5 ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დელეგატი, სადაც მან მიშელ აფლიაკს აცნობა მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ. მიშლ აფლიაკი გადატრიალების წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ მასსა და სამხედრო კომიტეტს შორის ძალაუფლების განაწილებაზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული. [1] 1963 წლის 8 მარტის რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგად სირიაში ბაასის პარტია მოვიდა სათავეში, მუჰამედ უმრანი დაინიშნა მე-5 ბრიგადის მეთაურად ჰომსში, მაგრამ ივნისში დააწინაურეს 70-ე ჯავშანტექნიკის ბრიგადის მეთაურად. [1] მან ასევე მიიღო ვიცე-პრემიერის პოსტი სალაჰ ად-დინ ბიტარის მთავრობაში. [2]
ამის შემდეგ იგი გახდა ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს — რევოლუციური სარდლობის ეროვნული საბჭოს წევრი. [1] ზოგადად, საბჭო ექვემდებარებოდა სამხედრო კომიტეტს და ბაასის პარტიის სამხედრო ფრთას და მთავარ გადაწყვეტილებებს სამხედროები იღებდნენ სამოქალაქო ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე. [1]
სამოქალაქო ფრთისადმი ერთგულების გამო, მას სამხედრო კომიტეტმა ჩამოართვა სამხედრო წოდება და დაინიშნა ელჩად ესპანეთში. [2]
1966 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მუჰამედ უმრანი სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თანამებრძოლებმა ჩამოაცილეს ძალაუფლებას და მოათავსეს მეზეს ციხეში. ექვსდღიანი ომის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით გაიქცა ლიბანში.
სიკვდილი
რედაქტირებამუჰამედ უმრანი მოკლეს ქალაქ ტრიპოლიში, ლიბანში 1972 წლის 4 მარტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alam, Mahboob. Iraqi Foreign Policy Since Revolution . — Mittal Publications, 1994. — ISBN 978-8170995548.
- Anderson, Bette Signe. Nationalist Voices in Jordan: The Street and the State . — University of Texas Press, 2005. — ISBN 978-0-292-70625-5.
- Ginat, Rami. Egypt's Incomplete Revolution: Lutfi al-Khuli and Nasser's Socialism in the 1960s — Routledge, 1998. — ISBN 978-0714647388.
- Makiya, Kanan. Republic of Fear: The Politics of Modern Iraq . — University of California Press, 1998. — ISBN 978-0520214392.