მუჰამად იბნ ალი ას-სენუსი
მუჰამად იბნ ალი ას-სენუსი (1787–1859) — სენუსის ორდენის დამაარსებელი. ორდენი 1837 წელს დაარსდა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალ-სენუსი დაიბადა ალჟირის ქალაქ მოსთაღანემში.[1] მას სახელი ალ-სანუსუ უწოდეს ცნობილი მუსლიმი მასწალებლის პატივსაცემად. ის იყო ვალად სიდი აბდალას ტომის წევრი. ის იყო შარიფი და წარმოადგენდა მაჰმადის ქალიშვილის ფატიმა ზახრას შტამომავალი. მან განათლება მიიღო ფესის მედრესეში. შემდგომ ის მოგზაურობდა საჰარაში სადაც ქადაგებდა, მრავალი მომხრეების გაჩენის შემდეგ გადავიდა კაიროში ალ-აზჰარის უნივერსიტეტში.
საფრანგეთის მიერ ალჟირის ოკუპაციის გამო ის გადავიდა ლიბიაში სადაც მან ელ-ბაიდაში მეჩეთი ააშენა, რომელსაც საკუთარი სახელი უწოდა. იქიდან ის გადავიდა ჯაღბუბში საიდანაც შემდგომ მისი მეჩეთები გავრცელდა კირენაიკას სხვ ქალაქებშიც.[2] მან ააშენა დიდი მეჩეთი და ნივერსიტეტი, რომელიც ალ-აზჰარის უნივერსიტეტის მტოქე გახდა, თუმცა ის მუამარ კადაფის ბრძანებით 1984 წელს დახურეს.
მუჰამად იბნ ალი ას-სენუსის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი მუჰამად ალ-მადი ბინ ას-სენუსი (1859–1902) გახდა სენუსის ახალი ლიდერი.[1]
მისი შვილიშვილი იდრის I იყო ლიბიის მეფე 1951-1969 წლებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- S. Khuda Bukhsh, Studies Indian and Islamic, Routledge 2001, p. 28 ISBN 0-415-24464-1
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Shillington, Kevin (2005) "Libya: Muhammad Al-Sanusi (c.1787–1859) and the Sanusiyya" Encyclopedia of African History Fitzroy Dearborn, New York, p. 830-831, ISBN 1-57958-245-1
- ↑ The Senussi Family დაარქივებული 2012-12-26 საიტზე Wayback Machine. Retrieved 1 October 2011.