მურჯახეთისწყალი

მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში

მურჯახეთისწყალი, კირხბულახი, დლივისწყალი[1], ახალქალაქისწყალიმდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი (ერთვის ახალქალაქთან). სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². სათავე აქვს ნიალისყურის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2760 მ. საერთო ვარდნა — 1143 მ, საშუალო დახრილობა — 35,7‰, წყალშემკრები აუზის ფართობი — 196 კმ², ხოლო საშუალო სიმაღლე 1980 მეტრია.[2] საზრდოობს თოვლის წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,91 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარის ნაპირზე გაშენებულია სოფელი მურჯახეთი.

მურჯახეთისწყალი

მურჯახეთისწყალი ახალქალაქთან
სხვა სახელი კირხბულახი, დლივისწყალი, ახალქალაქისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
ქალაქები ახალქალაქი
სათავე ნიალისყურის ქედი
41°11′25″ ჩ. გ. 43°26′16″ ა. გ. / 41.190361° ჩ. გ. 43.437806° ა. გ. / 41.190361; 43.437806
სათავის სიმაღლე 2760 მ
შესართავი ფარავანი
41°25′23″ ჩ. გ. 43°28′31″ ა. გ. / 41.423139° ჩ. გ. 43.475278° ა. გ. / 41.423139; 43.475278
სიგრძე 32 კმ
აუზის ფართობი 106 კმ²
დახრილობა 35,7‰
წყლის ხარჯი (საშ.) 0,91 მ³/წმ
მურჯახეთისწყალი — საქართველო
მურჯახეთისწყალი
მურჯახეთისწყალი
მურჯახეთისწყალი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
მურჯახეთისწყალი
მურჯახეთისწყალი
— სათავე, — შესართავი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

კირხბულახი გვიანი თურქული სახელწოდებიდან ყირხ-ბულახისაგან წარმოსდგა, რაც „ორმოც წყაროს“ ნიშნავს (kırk — ორმოცი, bulak — წყარო).[3]

ვახუშტი ბატონიშვილს თავის გეოგრაფიულ აღწერაში მოხსენიებული აქვს როგორც „ახალქალაქის წყალი“:

 
„ჯავახეთის მტკვარს, სამჴრიდამ მოერთვის ახალქალაქის წყალი, რომელი გამოსდის აბოცის დაბის მცირეს ტბასა და მოერთვის მცირედ მუნვე ხავეტისტბასა, და კვალად მის ტბის გამომდინარე მოდის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუადამ ჩრდილოთ-დასავლეთს შორის. ხოლო ახალქალაქი არს ამ ორ მდინარეთა შესართავს შორის.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Dzeglebi.ge. ახალქალაქი ჯავახეთისაი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
  2. ზურაბ გიორგაია. (2014) სამცხე–ჯავახეთის მხარის ტყის რესურსების ეკოლოგიურ–ეკონომიკური შეფასება. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
  3. Nedir Ne Demek. bulak nedir, bulak ne demek?. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.