მუნდომარი (კატ. — ზღვის ცხოველებისა და ეგზოტიკური ფრინველების პარკის კოსტა-ბლანკას სამხრეთ სანაპიროზე. მდებარეობს ქალაქ ბენიდორმში, (ალიკანტეს პროვინცია, ესპანეთი)

დელფინების შოუ სინქრონულ ცურვასთან ერთად

ის წარმოადგენს ზღვის ცხოველთა ერთ-ერთ ყველაზე დიდი პარკს ესპანეთში. მდებარეობს აკვაპარკ აკვალანდიას გვერდით.

მუნდომარი გაიხსნა 1996 წელს. აქ ტარდება ზღვის ლომების, დელფინების, პინგვინების შოუები. შესაძლებელია სურიკატების, კუების, პოლარული ბუების, არაჩვეულებრივი ფლამინგოების, აგრეთვე, მრავალფეროვანი ფერადი თუთიყუშების და სხვა ფრინველთა ნახვა.

ზღვის ცხოველთა საცხოვრებელ ზონაში შესაძლებელია წყალქვეშა სამყაროს ნახვა. მუნდომარის პარკის ტერიტორიაზე განლაგებულია რესტორნები, ბარები, მაღაზიები, მომსახურების სხვადასხვა სერვისები.

მუნდომარი განლაგებულია დაახლოებით 60 000 მ²-ზე და, აგრეთვე. გააჩნია 50 000 მ². უფასო ავტოსადგომი.

აქ მისულმა დამთვალიერებელმა აუცილებლად უნდა ნახოს თავისი სილამაზითა და სირთულით მთელს მსოფლიოში ერთადერთი საბალეტო სპექტაკლი დელფინების მონაწილეობით. მასში მონაწილეობენ, აგრეთვე, ესპანეთის მოცურავეთა ოლიმპიური ნაკრები.

პარკი დამთვალიერებელთათვის, როგორც წესი, ღიაა თებერვლიდან დეკემბრამდე პერიოდში.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება