სურიკატი (ლათ. Suricata suricatta) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი მანგუსტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მეტწილად კალაჰარის რაიონში. წარსულში შემჩნეული იყო მადაგასკარზე. მისი სხეულის სიგრძე 25-35 სმ აღწევს, კუდისა — 17,5-25 სმ. მოზრდილი ცხოველი იწონის 1 კგ-ზე ნაკლებს. ნარინჯისფერ-ყავისფერია. თავი თეთრია, ყურები შავი, კუდი მოყვითალო, კუდის ბოლო — შავი. გრძელი და რბილი ბეწვი აქვს. აქვს საზარდულის ჯირკვალი, რომელიც გამოჰყოფს სუნიან სეკრეტს. წინა თათებზე გრძელი და მაგარი ბრჭყალები აქვს. აქტიურია დღისით. მაღალორგანიზებული ცხოველია. ბინადრობს კოლონიებად. მანერის მიხედვით „ბოძისებურად“ დგას და გამოსცემს მსტვინავ ხმას. იკვებება მწერებითა და წვრილი ხერხემლიანებით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს დაახლოებით 1 წლისა. წელიწადში ერთხელ შობს 2-4 ნაშიერს. ადვილად შინაურდება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ.

სურიკატი

სურიკატი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Suricata suricatta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41624
რუკა

  გავრცელების არეალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება