აკვალანდიააკვაპარკი, საწყლოსნო ატრაქციონების უმსხვილესი პარკი ევროპაში სიამ-პარკის გახსნამდე. მდებარეობს კოსტა-ბლანკაზე, ესპანეთში, ვალენსიაში, ალიკანტეს პროვინციაში, ქალაქ ბენიდორმში. გაიხსნა 1985 წელს. იქვე ახლოს მდებარეობს ზღვის ცხოველთა პარკი — მუნდომარი.

აკვალანდია
აკვალანდიის პანორამა

აკვალანდია განთავსებულია 200 000მ², რომლის 50 000მ² განკუთვნილია უფასო ავტოსადგომისათვის. აქ მუშაობს 20-ზე მეტი ატრაქციონი, რომელიც განკუთვნილია დასვენების ნებისმიერი სახეობისათვის. დიდი აუზი ხელოვნური ტალღებით, წრიული არხი და ორი ჯაკუზი დამსვენებელთათვის.

2010 წლის 4 სექტემბერს აკვალანდიამ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი, რომელშიც მონაწილეობდა 3110 მოცურავე. წინა რეკორდის მოცურავეთა რაოდენობა მხოლოდ 2600 იყო.

ატრაქციონი ივსება პირდაპირ ოკეანის წყლით, რომელსაც აცლიან ზღვის ჭარბ მარილს და ქლორავენ.

აკვალანგის ტერიტორიაზე განლაგებულია პარკის ფართო მწვანე ზონები, ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელი ტიპური მცენარეებით.

არსებობს დამატებითი მომსახურების სერვისები: მოედანი პიკნიკებისათვის, სწრაფი კვების რესტორნები, სუვენირების მაღაზიები, ფოტოსახელოსნოები, ბანკომატები, შემნახველი კამერები, საწოლებისა და გასაბერი ლეიბების შესანახი ადგილი.

Lido de Jesolo, Aqualandia, panorama - panoramio

მიღებული ჯილდოები

რედაქტირება

აქვალანდიას გახსნის დღიდან მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მაგალითად:

  • კოსტა-ბლანკას ტურიზმის ჯილდო 1993
  • სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჯილდო 1994
  • ტურიზმის ღირსების ჯილდო 1996
  • თომსონის ბრწყინვალების ოქროს ჯილდო 1998
  • ტურიზმის განვითარების ჯილდო 2001
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჯილდო 2003
  • ბენიდორმის ტურიზმის ჯილდო 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება