მუნაზარე (სპარს. < არაბ. მუნაზარა — პაექრობა, კამათი) — ლიტერატურული ჟანრი, რომელიც გულისხმობს ორი საგნისა და პირის გაპაექრებას უპირატესობის დამტკიცების მიზნით. ცნობილი იყო ჯერ კიდევ სასანიანთა ეპოქაში („თხა და ასურული ხე“). ახალ სპარსულ პოეზიაში მუნაზარე გამოიყენა ასადი ტუსიმ (XI ს.). მას ეკუთვნის „დღისა და ღამის“, „დედამიწისა და ზეცის“, „შუბისა და მშვილდის“, „ცეცხლთაყვანისმცემლისა და მუსლიმანის“ და „არაბისა და აჯამის“ მუნაზარეები, რომლებიც წარმოადგენენ კასიდების შესავალს. პაექრობას მოსდევს საქები პიროვნების ხოტბა. შემდგომ საუკუნეებში ამ ჟანრმა დამოუკიდებელი არსებობის უფლება მოიპოვა და გავრცელდა მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ხალხთა ლიტერატურაში. გვხვდება აღორძინების ხანის ქართულ პოეზიაშიც (თეიმურაზისა და არჩილის „გაბაასებანი“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქიქოძე ბ., გაბაასაბის ჟანრის ისტორიისათვის, ბათ., 1955;
  • Бертельс Е. Э., История персидско-таджикской литературы, М., 1960;