ასადი ტუსი
აბუ მანსურ ალი იბნ აჰმად ასადი ტუსი — სპარსი პოეტი და ლექსიკოგრაფი. ცხოვრობდა XI საუკუნეში, 80-იან წლებამდე. დაიბადა ქალაქ ტუსში. ფირდოუსის შაჰნამეს მიბაძვით დაწერა ვრცელი პოემა „გერშაფსნამე“, რომელშიც გადმოსცა სპარსულ თქმულებთა გმირის გერშასფის საბრძოლო და სამიჯნური თავგადასავლები. მასვე ეკუთვნის გაბაასების ჟანრის პირველი ნიმუშები სპარსულ ლიტერატურაში. მანვე შეადგინა სპარსული ენის განმარტებითი ლექსიკონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 620.
- კობიძე დ., „ბარამ-გურიანის მეხუთე ნოველის ლიტერატურული წყაროს შესახებ“ // „მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, ტ. NN5, 9, 1944