მტირალა არყი,[1] მეჭეჭიანი არყი[2][3] (ლათ. Betula pendula) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 20–25 მეტრამდე სიმაღლის, საშუალო ზომის ხეა. აქვს მეტ-ნაკლებად სწორი, ზოგჯერ ფერდობისაკენ ქვევით გადახრილი ღერო. სანაყოფე ტოტების ფოთლები კვერცხის ან რომბის ფორმისაა, სიგრძეში 4–8 სმ, სიგანეში 3–5 სმ. ფესვთანური და ამონაყარი ყლორტების ფოთლები ფართოკვერცხისებრია. ქერქი ახალგაზრდა ღეროზე თითქმის თეთრია, უფრო ხნიერზე — მოშავო-მორუხო ფერისა. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. იზრდება ტყის ზედა და შუა სარტყლებში, აგრეთვე სუბალპურ ტყეებში 2100 მეტრამდე. გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება კლდიან და ქვიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე, გაკაფულ ადგილებში.[1]

მტირალა არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  მტირალა არყი
ლათინური სახელი
Betula pendula Roth, 1788
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 62535
გავრცელება
  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 84.
  2. მათიკაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.
  3. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 65.