ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მტაცებლობა — ბიოლოგიური ურთიერთქმედება, რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი, მტაცებელი კლავს და ჭამს მეორე ორგანიზმს, მსხვერპლს. მტაცებლობა კვების ქცევათა ერთ-ერთ ოჯახში შედის პარაზიტიზმთან, მიკრომტაცებლობასთან (ჩვეულებრივ მასპინძლის მოკვლას არ გულისხმობს) და პარაზიტოიდიზმთან ერთად (საბოლოოდ აუცილებლად კლავს მასპინძელს). მართალია ბევრი მტაცებელი ლეშს ჭამს, მაგრამ მტაცებლობა საფროფაგიისგან განსხვავდება.

პოლარული დათვი მის მიერ მონადირებული ზღვის კურდღლით იკვებება.

მტაცებლები შეიძლება აქტიურად ეძებდნენ მტაცებელს ან ისხდნენ და ელოდნენ. როდესაც მსხვერპლი აღმოჩენილია, მტაცებელი საზღვრავს თუ როგორ შეუტიოს. ეს პროცესი ჩასაფრებულ მტაცებლობას ან დევნით მტაცებლობას მოიცავს. თუ ნადირობა წარმატებული აღმოჩნდება, მტაცებელი კლავს მსხვერპლს, საკვებად უვარგის ნაწილებს აშორებს და ჭამს მას.

მტაცებლები ნადირობაში ადაპტირებულები და სპეციალიზებული არიან და განვითარებული აქვთ ისეთი გრძნობები, როგორიცაა მხედველობა, სმენა და ყნოსვა. ყველა მტაცებელს, როგორც ხერხემლიანებს, ისე უხერხემოოებს ბასრი კლანჭები და ყბები აქვთ მსხვერპლის მოსაკლავად და დასანაწევრებლად. ნადირობის ეფექტურობას ზრდის ისეთი ადაპტაცა, როგორიცაა აგრესიული მიმიკრია.

კამბრიული პერიოდის შემდეგ მტაცებლობა ევოლუციის მიმართულების მთავარი მსაზღვრელია.

განსაზღვრება

რედაქტირება

მტაცებელები კლავენ და ჭამენ სხვა ორგანიზმებს. ამასთან, ცნება მტაცებლობა ფართოა, კონტექსტის შესაბამისად სხვადასხვანაირად განმარტავენ და კვების სხვადასხვა მეთოდს მოიცავს. ურთიერთობათა ნაწილი, რომელიც მსხვერპლის სიკვდილით სრულდება, მტაცებლობად არ მოიხსენიება. Ichneumonoidea-ის სუპეროჯახის ერთ-ერთი პარაზიტოიდი კვერცხების დასადებად მასპინძელს იყენებს. ლარვა გამოჩეკის შემდეგ მასპინძელს ჭამს, რომელიც საბოლოოდ კვდება. ზოოლოგები ამას პარაზიტიზმის ფორმად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტები თავიანთ მასპინძლებს არ კლავენ.[1]

საპროფაგები, ორგანიზმები, რომლებიც უკვე მკვდარ ორგანიზმებს ჭამენ, მტაცებლები არ არიან, თუმცა ზოგიერთი მტაცებელი, როგორიცაა ტურა და აფთარი, ლეშითაც იკვებება.[2][3] უხერხემლოთა შორის კრაზანების ერთ-ერთი სახეობა მონადირეცაა და ლეშიჭამიაც.[4]

სპეციალიზაცია

რედაქტირება

ფიზიკური აადაპტაციები

რედაქტირება

ბუნებრივი გადარჩევის პროცესში მტაცებლებს მსხვერპლის აღმოჩენისთვის, მოკვლისა და შეჭმისთვის სხავდასხვა ფიზიკური ადაპტაცია განუცითარდათ. ადაპტაციებს შორისაა სისწრაფე, მოქნილობა, ბასრი კლანჭები, ბრჭყალლები და შესაბამისი მომნელებელი სისტემა.[5]

მსხვერპლის აღმოსაჩენად მტაცებლებს კარგად განვითარებული მხედველობა, ყნოსვა და სმენა აქვთ.ზოგიერთ მტაცებელს, მაგალითად ბუებსა და მხტუნავ ობობებს ამორჩეული მხედველობა აქვთ. მელიებს ყნოსვის მეშვეობით თოვლის ან მიწის ქვეშ 60 სმ-ის სიღრმეზე დამალული მსხვერპლის პოვნა შეუძლიათ. ბევრ მტაცებელს ყველაზე მეტად სმენა აქვს განვითარებული, როგორც ღამურებს და ბგერათა აქტიური ან პასიური გამოყენების მეშვეობით ნადირობს.[6]

„დიდ კატებს“, მტაცცებელ ფრინველებს და ჭიანჭველებს ძლიერი ყბები, ბასრი კლანჭები და კბილები აქვთ, რასაც მსხვერპლის მოსაპოვებლად და შესაჭმელად იყენებენ. ზოგიერთი მტაცებელი, მაგალითად გველები ან თევზისმჭამელი ფრინველები (ყანჩისებრნი, ჩვამასებრნი) ნანადირევს მთლიანად ყლაპავენ. გველებს ყბების დაშორებით დიდი ზომის მსხვერპლის შეჭმა შეუძლიათ, ხოლო თევზისმჭამელ ფრინველებს გრძელი, შუბისებრი ნისკარტი აქვთ, რომლითაც სწრაფადმოძრავი ან პრიალა თევზების დაჭერა შეუძლიათ. თევზებსა და სხვა მტაცებლებს მოლუსკების ნიჟარების დასამტვრევად და გასახსნელად სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ განვითარებული.[7]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. Gurr, Geoff M.; Wratten, Stephen D.; Snyder, William E. (2012) Biodiversity and Insect Pests: Key Issues for Sustainable Management. John Wiley & Sons, გვ. 105. ISBN 978-1-118-23185-2. 
  2. Kane, Adam; Healy, Kevin; Guillerme, Thomas; Ruxton, Graeme D.; Jackson, Andrew L. (2017). „A recipe for scavenging in vertebrates – the natural history of a behaviour“. Ecography. 40 (2): 324–334. doi:10.1111/ecog.02817. hdl:10468/3213.
  3. Kruuk, Hans (1972). The Spotted Hyena: A Study of Predation and Social Behaviour. University of California Press, გვ. 107–108. ISBN 978-0226455082. 
  4. Schmidt, Justin O. (2009) Wasps, Second, გვ. 1049–1052. DOI:10.1016/B978-0-12-374144-8.00275-7. ISBN 9780123741448. 
  5. Bar-Yam. Predator-Prey Relationships. New England Complex Systems Institute. ციტირების თარიღი: 7 September 2018.
  6. Predator & Prey: Adaptations. Royal Saskatchewan Museum (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 19 April 2018.
  7. Vermeij, Geerat J. (1993). Evolution and Escalation: An Ecological History of Life. Princeton University Press, გვ. 11 and passim. ISBN 978-0-691-00080-0. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მტაცებლობა“-დან