აგრესიული მიმიკრია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აგრესიული მიმიკრიამიმიკრიის ფორმა, რომელსაც მტაცებლები, პარაზიტები და პარაზიტოიდები იყენებენ. აგრეიული მიმიკრიის დროს გამოყენებული სიგნალები მტაცებლებს, პარაზიტებსა და პარაზიტოიდებს ნადავლის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ მსხვერპლი ან მასპინძელი მათ ზუსტ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. ზოოლოგები ამ სტრატეგიას ხშირად „მგელი ცხვრის ტყავში“ იდიომას ადარებენ. აგრესიული მიმიკრია ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმას მოიცავს. მიმიკრიის ამ ფორმას ზოგჯერ პეკჰემის მიმიკრიას უწოდებენ (ჯორჯ და ელიზაბეთ პეკჰემების პატივსაცემად), მაგრამ შედარებით იშვიათად გამოიყენება.[1][2][3] „მგელი ცხვრის ტყავში“ მეტაფორა გამოიყენება როგორც ანალოგია, მაგრამ მიმიკრიის ეს ფორმა წინასწარგანზრახვით ნადავლის ხელში ჩაგდებისკენ არ არის მიმართული. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენების მიერ კენგურუების ფორმაში გამოწყობა ამ უკანასკნელებზე სანადიროდ აგრესიულ მიმიკრიად არ ითვლება. მსგავსი სტრატეგია თვითმორთვად კამუფლაჟს უფრო წარმოადგენს. მართალია აგრესიულ მიმიკრიას მოლეკულური მიმიკრიისგან განასხვავებენ, მაგრამ მიმიკრიის ამ ორ ფორმას ბევრი საერთი აქვს.

ირბისი ლადექში. აგრესიულ მიმიკრიისა და მტაცებელთა კამუფლაჟის განსხვავება რთულია და მსხვერპლისაკენ გაგზავნილ სიგნალზეა დამოკიდებული.

აგრესიული მიმიკრია თავდაცვითი მიმიკრიის საპირისპირო ფორმაა. თავდაცვითი მიმიკრიის გამოყენებისას სახეობები მტაცებლებისგან თავის დაცვას ცდილობენ. აგრესიული მიმიკრიისას სახეობები ნადავლს ან იმ ორგანიზმებს ემსგავსებიან, რომლებიც მსხვერპლის მიერ საშიშად არ აღიქმება. აგრესიული მიმიკრიის დროს მტაცებლები ხშირად ისეთ სიგნალებს იყენებენ, რომლითაც მათი პოტენციური მსხვერპლი მათკენ გადაადგილდება. ამ სტრატეგიის გამოყენებისას მტაცებლები მხოლოდ ელიან თავიანთ მსხვერპლს. მხედველობით/გამოსახულებით სისტემაში აგრესიულ მიმიკრიასა და კამუფლაჟს შორის განსხვავება ზუსტი არაა. ისეთი ავტორები, როგორიცაა უიკლერი, ყურადღებას ამახვილებენ იმ სიგნალზე, რომელსაც მსხვერპლი იღებს.[3]

კონტრასტი თავდაცვით მიმიკრიასთან

რედაქტირება
 
Macrochelys temminckii თავის ენას მსხვერპლის მისატყუებლად იყენებს.

სემანტიკურად აგრესიული მიმიკრია თავდაცვითი მიმიკრიისგან განსხვავდება, სადაც მსხვერპლი იმგვარად ინიღბება, რომ მტაცებლებს ატყუებს. თავდაცვითი მიმიკრია მოიცავს ბეიტსისებური და მიულერული მიმიკრიის ფორმებს, რომლის დროსაც მიმიკრიისას სახეობი გამაფრთხილებელ შეფერილობას იღებენ. თავდაცვით მიმიკრიაში ნაკლებადაა ცნობილი მერტენსონური მიმიკრია ფა ვავილოვანური მიმიკრია. თავდაცვითი მიმიკრიის დროს, სახეობები სხვა სახეობებთან სახიფათო ურთიერთქმედებას თავს არიდებენ და გამოკვეტილი სიგნალების გამოყენება შეიძლება არ გახდეს საჭირო. აგრესიული მიმიკრია კი ურთიერთქმედებისკენაა მიმართული.[4]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

საკვების გარეგნობა

რედაქტირება

აგრესიული მიმიკრიის ბევრი ფორმა მსხვერპლისთვის მნიშვნელოვან საკვებთან მიმსგავსებას გულისხმობს. Macrochelys temminckii კარგად შენღბული ჩასაფრებული მტაცებელია. ამ კუს ენა ადვილად შესამჩნევ ვარდისფერ ნივთიერებას შეიცავს, რომლითაც ჭიაყელებს ემსგავსება. თევზები, რომლებიც ამ „ჭიაყელის“ შეჭმას ცდილობენ, თავად კუს საკბილო ხდებიან. მსგავსად ზოგიერთი სახეობის გველი თავის კუდს ან ენას იყენებს პატარა ხერხემლიანების მისატყუებლად.[5][6][7][8][9]

აგრესიული მიმიკრიის ეს ფორმა დამახასიათებელია ობობებისთვის, თუმცა თავად ობობებიც შეიძლება გახსნენ იმავე სტრატეგიის მსხვერპლი.[10]

ბიბლოგრაფია

რედაქტირება
  • Wickler, W. (1968). Mimicry in Plants and Animals. McGraw-Hill, გვ. 123–220. ISBN 0-07-070100-8. 
  • Pietsch, T. W.; Grobecker, D. B. (1978). „The Compleat Angler: Aggressive Mimicry in an Antennariid Anglerfish“. Science. 201 (4353): 369–370. Bibcode:1978Sci...201..369P. doi:10.1126/science.201.4353.369. PMID 17793734.
  • Lloyd, J. E. (1981). „Mimicry in the sexual signals of fireflies“. Scientific American. 245: 110–111. Bibcode:1981SciAm.245a.138L. doi:10.1038/scientificamerican0781-138.
  • Nicolai, J. (October 1974). „Mimicry in parasitic birds“. Scientific American. 231: 93–98.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Peckham, Elizabeth G. (1889). „Protective resemblances of spiders“. Occasional Papers of Natural History Society of Wisconsin. 1: 61–113.
  2. Peckham, Elizabeth G.; Peckham, George W. (1892). „Ant-like spiders of the family Attidae“. Occasional Papers of Natural History Society of Wisconsin. 2: 1–84.
  3. 3.0 3.1 Wickler, Wolfgang (1968). Mimicry in plants and animals. McGraw-Hill. 
  4. Pasteur, Georges (1982). „A classificatory review of mimicry systems“. Annual Review of Ecology and Systematics. 13: 169–199. doi:10.1146/annurev.es.13.110182.001125.
  5. Spindel, E. L.; Dobie, J. L.; Buxton, D. F. (2005). „Functional mechanisms and histologic composition of the lingual appendage in the alligator snapping turtle, Macroclemys temmincki (Troost) (Testudines: Chelydridae)“. Journal of Morphology. 194: 287–301. doi:10.1002/jmor.1051940308.
  6. Vane-Wright, R.I. (1976). „A unified classification of mimetic resemblances“. Biological Journal of the Linnean Society. 8: 25–56. doi:10.1111/j.1095-8312.1976.tb00240.x.
  7. Schuett, G.W.; Clark, D.L.; Kraus, F. (1984). „Feeding mimicry in the rattlesnake Sistrurus catenatus, with comments on the evolution of the rattle“. Animal Behaviour. 32: 625–626. doi:10.1016/s0003-3472(84)80301-2.
  8. Welsh, Jr., Hartwell H.; Lind, Amy J. (2000). „Evidence of Lingual-Luring by an Aquatic Snake“. Journal of Herpetology. 34 (1): 67–74. doi:10.2307/1565240. JSTOR 565240.
  9. Welsh, Hartwell H.; Wheeler, Clara A.; Lind, Amy J. (2010). „Spatial Ecology of the Oregon Gartersnake, Thamnophis atratus hydrophilus, in a Free-Flowing Stream Environment“ (PDF). Copeia. 2010: 75. doi:10.1643/CE-08-106.
  10. Wignall, A.E.; Taylor, P. W. (2010). „Assassin bug uses aggressive mimicry to lure spider prey“. Proceedings of the Royal Society B. 278 (1710): published online before print October 27. doi:10.1098/rspb.2010.2060. PMC 3061146. PMID 20980305.