ირბისი (ლათ. Panthera uncia) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ, მასა 26-40 კგ. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3–5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს.

ირბისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
ქვეოჯახი:  დიდი კატები
გვარი:  პანთერა
სახეობა:  ირბისი
ლათინური სახელი
Panthera uncia
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22732
გავრცელების არეალი

ლიტერატურა რედაქტირება