მსხვილფოთოლა ციურა
მსხვილფოთოლა ციურა[1] (ლათ. Brunnera macrophylla) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–60 სმ სიმაღლის ღერო. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, გულის ფორმის, ფუძეში ფართოდ ამოკვეთილი, წაწვეტებული წვერით. ღეროსეული ფოთლები პატარა და კვერცხის ფორმისაა, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ყვავილედი წარმოადგენს მტევანს, აქვს გრძელი ყუნწი. გვირგვინი ცისფერია, ხახაში თეთრი დანამატებით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მარტ-ივლისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე მუხნარ და რცხილნარ ტყეებში. აღწერილია საქართველოდან.[2]
მსხვილფოთოლა ციურა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Brunnera macrophylla (Adams) I.M.Johnst., 1924 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილები
-
ფოთოლი
-
ღერო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელ. გადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობა — ექსპლუატაციის პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მიწის შესყიდვის და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი. gse.com.ge (2017). ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2021
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 92.