ციურა
მცენარეთა გვარი
ციურა (ლათ. Brunnera) — მრავალწლოვან ფესურიან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანური ფოთლები, მისი ფიფრიტა ფართოგულისებრი ან მომრგვალო ფორმისაა, სიგრძით და სიგანით 20 სმ-მდე, გრძელი ყუნწით. ყვავილები ცისფერია, ჰგვანან კესანეს ყვავილებს, შეკრებილი არიან მრავალყვავილიან ფაშარ საგველასებრ ყვავილედებში; ყვავილიან ყლორტს წვრილი ფოთლები აქვს. ცნობილია 3 სახეობა: მსხვილფოთოლა ციურა (B. macrophylla), რომელიც გავრცელებულია ამიერ- (მ.შ. საქართველოს[1]) და იმიერკავკასიის მთის ტყეებსა და მდელოებზე, ციმბირული ციურა (B. sibirica), რომელიც გვხვდება ციმბირსა და საიანში,[2] და აღმოსავლური ციურა (B. orientalis).[3] ციმბირული ციურა პლიოცენურ რელიქტად ითვლება. მსხვილფოთოლა გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში.[2]
ციურა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მსხვილფოთოლა ციურა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Brunnera Steven, 1851 | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 92.
- ↑ 2.0 2.1 Майоров С. Р. Бруннера // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 249–250.
- ↑ Brunnera orientalis. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2021