მსხვილი ძაღლნიორა
მსხვილი ძაღლნიორა (ლათ. Ornithogalum magnum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს ფართოლანცეტა-ხაზური ფოთლები. მოგრძო ხაზური მოყვანილობის, პატარა წვეტით დაბოლოებული, თეთრი და მურაძარღვებიანი ყვავილსაფრის ფოთლები. მრავალყვავილიანი მეჩხერი ყვავილედი, რომელიც ცილინდრულ მტევანს წარმოადგენს. ლანცეტა თანაყვავილები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში; აგრეთვე ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში — დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვან ტყეში.[1]
მსხვილი ძაღლნიორა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ornithogalum magnum Krasch. & Schischk., 1935 | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 64.