მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო

(გადამისამართდა გვერდიდან მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო)

მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი საქართველოში, რომელმაც შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. იყო მმართველი ძალა 1990-1991 წლებში. გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, დაიშალა.

მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო
მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი ზვიად გამსახურდია
ისტორია
დაფუძნდა მაისი, 1990
დაიშალა იანვარი, 1994
პოზიციები
იდეოლოგია ქართული ნაციონალიზმი
ნაციონალ-კონსერვატიზმი
პანკავკასიზმი[1]
ბაზრის სოციალური ეკონომიკა[2]
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

დაარსება

რედაქტირება

1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:

  • პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
  • სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ — თავისუფლება: შემდეგ — დამოუკიდებლობა“.

პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. კონფერენციაზე დარჩნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი), რომელთაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“.

ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია. პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია, შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი — ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

ხელისუფლებაში მოსვლა

რედაქტირება

„მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ბლოკად გაფორმდა 1990 წლის მაისი ბოლოს. საარჩევნო ბლოკში შევიდა 7 დამოუკიდებელი პარტია და ორგანიზაცია:

ამის შემდეგ „მრგვალმა მაგიდამ“ დაიწყო სამოქმედო პროგრამის შემუშავება, რომელიც 1990 წლის მაისის ბოლოსთვის წარადგინა თსუ-ის მთავარი კორპუსის სააქტო დარბაზში.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ მიიღო ხმათა 53,99% და მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს უმაღლესი საბჭო სესიამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87% მოიპოვა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ზვიად გამსახურდიამ, და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fawn, Rick (2003). Ideology and National Identity in Post-communist Foreign Policies (en). Psychology Press, გვ. 93-95. ISBN 9780714655178. 
  2. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 110-127