მოწაფე (ქრისტიანობა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოწაფე ქრისტიანობაშიიესოს თავდადებული მიმდევარი. ამ ტერმინს ახალ აღთქმაში, მხოლოდ სახარებებსა და საქმეებში ვხვდებით. ძველად მოწაფე იყო მიმდევარი ან მასწავლებლის მიმდევარი. თანამედროვე გაგებით, მოწაფეობა არ არის იგივე, რაც სტუდენტობა. ძველი ბიბლიური სამყაროს მოწაფე აქტიურად ბაძავდა მოძღვრის ცხოვრებასაც და სწავლებას.[1] ეს იყო მიზანმიმართული შეგირდობა, რამაც სრულად ჩამოყალიბებული მოწაფე მოძღვრის ცოცხალ ასლად აქცია.[2]

ახალ აღთქმაში მოხსენიებულია იესოს მრავალი მიმდევარი მისი მსახურობის დროს. ზოგიერთ მოწაფეს მიეცა მისია, როგორიცაა პატარა დავალება, სამოცდაათთა დავალება ლუკას სახარებაში, დიდი კომისია იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ან პავლეს მონანიება, რაც მათ მოციქულებად აქცევდა, რომლებსაც ევალებოდათ სახარების (სასიხარულო ამბების) ცნობა მსოფლიოსათვის.

ტერმინის ფონი

რედაქტირება

ტერმინი "მოწაფე" წარმოადგენს ბერძნულ კოინე სიტყვას mathētḗs (ძვ. ბერძნ. μαθητής),[3] რომელიც ნიშნავს "ის ვინც სწავლობს სხვისი ინსტრუქციის საშუალებით, მოსწავლე, შეგირდი"[4] ან რელიგიურ კონტექსტში, როგორიცაა ბიბლია, "ის ვინც ასოცირდება ვინმესთან, ვისაც აქვს პედაგოგიური გამოცდილება ან გარკვეული შეხედულება, მოწაფე, მიმდევარი."[5] სიტყვა "მოწაფე" მოდის ინგლისურ გამოყენებაში ლათინური სიტყვიდან "Discipulus", რაც ნიშნავს მოსწავლეს, მაგრამ ამ სიტყვის ბიბლიური ფონის გათვალისწინებით, არ უნდა შეგვეშალოს ინგლისურ სიტყვა "სტუდენტში".

მოწაფე განსხვავდება მოციქულისაგან, რომელიც ნიშნავს მაცნეს, უფრო კონკრეტულად კი "არაჩვეულებრივი სტატუსის მქონე მაცნეებს, განსაკუთრებიც ღვთის მოციქულს, დესპანს.",[6] მაგრამ ახალ აღთქმაში ამ სიტყვას აქვს ასეთი მნიშვნელობა "დიდად პატივცემული მორწმუნე ჯგუფი რომელსაც აქვთ განსაკუთრებული ფუნქცია, ღვთის ელჩობა."[7][8], ხოლო მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს მასწავლებლის ან რაბინის წინამძღვრობით და მოციქული არის გაგზავნილი სასიხარულო ამბის გამოსაცხადებლად და მორწმუნეთა ახალი თემების ჩამოსაყალიბებლად.

სიტყვა "მოწაფე"-ს მნიშვნელობა არ მომდინარეობს მისი ძირეული მნიშვნელობიდან ან ეტიმოლოგიიდან, არამედ ძველ მსოფლიოში მისი ფართო გამოყენებიდან. მოწაფეები გვხვდება ბიბლიის მიღმაც. მაგალითად ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მოწაფეები სწავლობდნენ მათი მასწავლებლის მთელი ცხოვრების წესის მიბაძვის და არა მხოლოდ მასწავლებლის ნათქვამი სიტყვის გახსენებით.

ბიბლიაში მოწაფე იყო ადამიანი, რომელიც მიმდევარი იყო მასწავლებლის, რაბინის, ოსტატის ან ფილოსოფოსის.[9] მოწაფეს არა მხოლოდ სურდა რაბინის სწავლება, არამედ იგი ბაძავდა მათ ცხოვრებას.[2] მოწაფე არ ესწრებოდა ლექციებს ან კითხულობდა წიგნებს, არამედ მათ მოეთხოვებოდათ ურთიერთობა და მიბაძვა რეალურ ცოცხალ ადამიანთან. მოწაფე სწავლობდა იმ ადამიანისგან იმ იმედით რომ საბოლოოდ გახდებოდა იგი.[10]

ქრისტიანი მოწაფე არის მორწმუნე, რომელიც მიმდევარია ქრისტესი და ჰბაძავს ქრისტეს სხვების მაგალითად (1 კორნითიელები 11:1). მოწაფე პირველ რიგში მორწმუნეა, რომელმაც მისი რწმენა გამოავლინა (საქმეები 2:38).[11] ეს ნიშნავს იმას რომ მათ მოინანიეს, იესო დააყენეს თავიანთი ცხოვრების ცენტრში და მონაწილეობა მიიღეს ქრისტიანულ მიბაძვაში. სრულად ჩამოყალიბებული მოწაფე არის სხვების ლიდერი, ვინც ცდილობს ეს რწმენა გაუზიაროს თავის მიმდევრებს, ამ პროცესის გამეორების მიზნით (1 კორინთიელთა 4:16-17; 2 ტიმოთე 2:2).

მოწაფეობა

რედაქტირება

"გიყვარდეთ ერთმანეთი"

რედაქტირება

იესოს მოჰყავს მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს მისი მოწაფე იოანეს სახარებაში 13:34-35: "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის." იესოს შემდგომი განმარტება მოწაფეობაზე შეგიძლიათ იხილოთ ლუკას სახარებაში, თავი 14.

"გარდაიქმენით"

რედაქტირება

კანონიკური სახარებები, საქმეები და პავლეს ეპისტოლეები მოუწოდებენ მოწაფეებს, მიბაძონ იესო ქრისტეს ან თავად ღმერთს. მიმბაძველად ყოფნა მოითხოვს მორჩილებას, რომელიც გამოიხატება მორალური ქცევით.[12] ამ ბიბლიური საფუძვლით, ქრისტიანული თეოლოგია გვასწავლის, რომ ქრისტეს მოწაფეობა გულისხმობს ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლას იესო ქრისტეს მსოფლმხედველობაში.[13]

პავლე მოციქულმა ხაზგასმით აღნიშნა ტრანსფორმაცია, როგორც მოწაფეობის წინაპირობა, როდესაც წერდა, რომ მოწაფეები „არ უნდა შეესაბამებოდნენ ამ სამყაროს“, არამედ უნდა „ტრანსფორმირდნენ [მათი] გონების განახლებით“, რათა მათ „გაარჩიონ, რა არის ღვთის ნება. - რა არის კარგი, მისაღები და სრულყოფილი." მაშასადამე, მოწაფე არ არის ის, ვინც უბრალოდ ცვლის მორალურ ქცევას იესო ქრისტეს სწავლებების შესაბამისად, არამედ ეძებს ფუნდამენტურ ცვლილებას იესო ქრისტეს ეთიკისკენ ყოველმხრივ, მათ შორის ღმერთისადმი სრულ ერთგულებას.[14]

დიდი კომისია

რედაქტირება

ქრისტიანობაში საყოველთაოდ გავრცელებულია პროზელიტიზმის პრაქტიკა, ახალი მოწაფეების მომზადება. მათეს სახარებაში, იესო ქრისტეს მსახურობის დასაწყისში, როდესაც იგი უხმობს თავის პირველ მოწაფეებს - სიმონს, პეტრეს და ანდრიას - ის მათ ეუბნება: "გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ" (მათე 4:19). იესოს მსახურების დასასრულს, ქრისტე აწესებს დიდ კომისიას, იგი უბრძანებს ყველას რომ "ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთტ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ"(მათე 28:19-20).

ოჯახი და სიმდიდრე

რედაქტირება

იესო მოუწოდებს თავის მოწაფეებს, რომმიატოვონ თავიანთი ქონება და ოჯახი. ამ პერიოდში ადამიანის ოჯახი იყი მისი ვინაობის წყარო, ამიტომ ოჯახზე უარის თქმა ნიშნავდა, რომ პრაქტიკულად გამხდარიყავი არავინ. ლუკას სახარებაში 9:58-62, იესომ გამოიყენა ჰიპერბოლური მეტაფორა რომ დაემძიმებინა ამის მნიშვნელობა და კიდევ ლუკას სახარება 14:26: "თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე." ამ ნათქვამის ინტერპრეტირების სხვადასხვა გზა არსებობს.[15]

  1. Köstenberger, Andreas J. (1998). „Jesus as Rabbi in the Fourth Gospel“ (PDF). Bulletin for Biblical Research. 8: 97–128. doi:10.5325/bullbiblrese.8.1.0097. S2CID 203287514.
  2. 2.0 2.1 Sri, Edward (2018). „In the Dust of the Rabbi: Clarifying Discipleship for Faith Formation Today“. The Catechetical Review. Issue #4.2: online edition.
  3. μαθητής.
  4. Danker, Arndt, W., W., Bauer, W., & Gingrich, F. W. (2000). A Greek-English lexicon of the New Testament and other early Christian literature (3rd ed). Chicago: University of Chicago Press., გვ. 609. 
  5. Ibid.
  6. A Greek-English lexicon of the New Testament and other early Christian literature., p. 122.
  7. Ibid.
  8. Christian History: The Twelve Apostles. ციტირების თარიღი: 2007-11-19
  9. Talbert, Charles H. and Perry L. Stepp. „"Succession in Mediterranean Antiquity, Part I: The Lukan Milieu" Society of Biblical Literature 1998 Seminar Papers: and "Succession in Mediterranean Antiquity, Part 2: Luke-Acts"“. Society of Biblical Literature 1998 Seminar Papers: 148–168 and 169–179.
  10. McKellar, Scott (2014). „Taking on the "Smell of the Sheep": The Rabbinic Understanding of Discipleship“. The Sower. Issue #35.2, April–June: 8–9.
  11. Born again#Catholicism
  12. Richard N. Longenecker, ed., Patterns of Discipleship in the New Testament (Eerdman’s, 1996) 1, 5, 141.
  13. "Rick Warren’s Definition of Disciple" at Rick Warren's Definition of Discipleship | Exponential. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-26
  14. Tyndale Bible Dictionary (Tyndale House, 2001), s.v. "Disciple."
  15. Decree on the Apostolate of the Laity: Chapter I დაარქივებული June 25, 2015, საიტზე Wayback Machine. , Vatican Council