მეტანოია (თეოლოგია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეტანოია — ქრისტიანულ თეოლოგიაში ხშირად ითარგმნება როგორც „მოქცევა“ ან „მონანიება“, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ეს მეორე თარგმანი არ შეესაბამება მეტანოიის ბერძნულ მნიშვნელობას. ძველ საბერძნეთში ეს ტერმინი თავდაპირველად ნიშნავდა „გულის გარდამტეხ ცვლილებას; განსაკუთრებით: სულიერ მოქცევას“.[1]

ქრისტიანობაში, ბერძნული ფილოსოფიური მეტანოიის შინაარსი დაკავშირდა ქრისტიანულ ლოცვასთან, რომელშიც დაჩოქებას ჰქვია მეტანოია, სადაც „ადამიანის სულიერი მდგომარეობა გამოიხატება უფლის წინაშე პირქვე დაცემის ფიზიკური მოძრაობით“, როგორც ჩანს ბიბლიურ სახარებებში: მათე 2:11, ლუკა 5:12 და ლუკა 17:15-16.[2] ამ კონტექსტში ტერმინი გვთავაზობს აზრის შეცვლას, მონანიებას.[3]

ქრისტიანობა

რედაქტირება

ახალი აღთქმა

რედაქტირება

სამივე სინოპტიკური სახარებები მოიხსენიებს „მეტანოიას“, ისევე როგორც მოციქულთა საქმეები და ეს სიტყვა ხშირად არის გამოყენებული ახალ აღთქმაში.[4] ბიბლიის თანამედროვე ინგლისურ თარგმნებში გამოყენებულია სიტყვა „მონანიება“ ბერძნული სიტყვების მეტანოიას (metanoia) და მეტამელომას (metamelomai) ნაცვლად.[5] არსებითი სახელი metanoia/μετάνοια ითარგმნება როგორც „მონანიება“, ხოლო მისი მონათესავე ზმნა metanoeō/μετανοέω ითარგმნება როგორც „მონანიება“ ოცდაორ შემთხვევაში ახალი აღთქმის მეფე ჯეიმზის ვერსიაში.

აბიდ როჯერს ბჰატი თავის წიგნში „სოტერიოლოგიის სახელმძღვანელო“-ში საუბრობს მეტანოიის მნიშვნელობაზე. ბიბლიის ჰინდი და ურდუ ენაზე თარგმანებში სიტყვა „მონანიება“ არის ტობა. ტობა ნიშნავს სინანულს და მწუხარებას ცოდვილი საქციელის გამო, რაც იწვევს აზროვნების და ცხოვრების გზის შეცვლას.[6]

ამერიკაში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის შემდეგს:

ბერძნული ტერმინი მეტანოია ნიშნავს აზროვნების შეცვლას, რეორიენტაციას, მსოფლხედველობის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამყაროზე და თავად ადამიანზე და ახალ გზას ღმერთის და სხვების შეყვარებას.

  1. „Metanoia“, Merriam-Webster
  2. (September 2012) West of Jesus (English). Anthony of the Desert, გვ. 149. 
  3. Pope Benedict XVI. „Faith as Conversion -Metanoia“, Principles of Catholic Theology, Ignatius Press, 1987 ISBN 9780898701333
  4. Englishman’s Concordance, 3341. metanoia, accessed 20 August 2022
  5. Wilkin, Robert N. „New Testament Repentance: Lexical Considerations“, Bible.org
  6. Edward J Anton, Repentance: A Cosmic Shift of Mind and Heart (Discipleship Publications, 2005) 32-33.