ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მონოდია — ( ბერძ. monōdia < mono – ერთი და ōdós – მომღერალი), ძველ საბერძნეთში — ერთი მომღერლის სიმღერა ავლოსის, კითარის ან ლირის თანხლებით. XVI საუკუნის იტალიაში მონოდია ერქვა ჰომოფონური თანხლებით შესრულებულ სოლო სიმღერის სტილს, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო მრავალ ახალ ფორმასა და ჟანრს (არია, რეჩიტატივი, ოპერა, კანტატა და სხვა). ფართო გაგებით, მონოდია ეწოდებოდა უნისონში ან ოქტავაში შესრულებულ ყოველგვარ ერთხმიან სიმღერას (სოლო, საანსამბლო, საგუნდო), ხმისთვის (საკრავთა თანხლებით) დაწერილი ნაწარმოების ვოკალურ პარტიას.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონოდია“-დან