პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ (მომწერე) 13:56, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

სტატიები ალბომებზე

რედაქტირება

გადახედეთ ნებისმიერ სტატიას მუსიკალურ ალბომზე და ამ ნიმუშით თქვენი სტატია გადააკეთეთ ისე, რომ ჯდებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებში. — BH განხილვაწვლილი 14:19, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გადავაკეთე თქვენი სტატია. შეგიძლიათ, აიღოთ ნიმუშად. სურათების ატვირთვის ფუნქცია ჯერ არ ჩაგერთვებათ, ეს მოგვიანებით მოხდება. — BH განხილვაწვლილი 14:45, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გთხოვთ, გადააკეთოთ Systematic Chaos ისე, რომ ჯდებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებში. ნიმუში უკვე გაქვთ. — BH განხილვაწვლილი 14:50, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

თარგები {{ვიკი}}{{წყარო}}{{უკატეგორიო}} მანამდე უნდა დარჩეს სტატიაში, სანამ იგი არ დააკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს. არ არის აუცილებელი, სტატია ვრცელი იყოს. მასში უნდა ეწეროს მინიმუმ 3 წინადადება და ჰქონდეს მითითებული კატეგორიები და interwiki (ბმულები სხვაენოვან ვიკიპედიებზე არსებულ მსგავს სტატიაზე). — BH განხილვაწვლილი 14:56, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ - გადახედეთ, როგორ იწერება სხვა სტატიები. თარგები {{ვიკი}}{{წყარო}}{{უკატეგორიო}} არ ამოიღოთ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები სტატიის მიმართ. აბზაცების თავში ცარიელ ადგილს ვიკიპედიაში არ ვტოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში

  ჩნდება ასეთი ტექსტები

BH განხილვაწვლილი 07:02, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

წაიკითხეთ ვიკიპედიის დახმარების გვერდები, მასწავლებელი და ახალი გვერდების შექმნის წესები. - წინააღმდეგ შემთხვევაში, წესების გზების ავლისათვის და სტატიების უხარისხოდ შექმნის გამო თქვენ დაიბლოკებით. BH განხილვაწვლილი 07:08, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ზევით უკვე დაგიდეთ თქვენი წინა სტატიის (Dream Theater-ის ბოლო ალბომის) ბმული. გადახედეთ, როგორ არის დაწერილი.

თარგი არის ეს - {{ვიკი}}{{წყარო}}{{უკატეგორიო}}, რაც ნიშნავს, რომ სტატიას აკლია ვიკიპედიის სტანდარტები, წყაროს მითითება (წყაროს მითითება ხდება ცალკე სექციაში) და ის, რომ სტატიას არ აქვს მითითებული კატეგორია. თუ მას არ ექნება მითითებული კატეგორია, მისი მოძიება უფრო რთული იქნება. რა და როგორ იწერება, ისევ და ისევ აქ ჩანსBH განხილვაწვლილი 07:52, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ასევე მცირე მითითება ხელმოწერების შესახებ - თქვენ დატოვეთ ხელმოწერა სტატიაში. ეს არასწორია. ხელმოწერას ტოვებთ მხოლოდ განხილვებში და/ან ფორუმში. თუ რამე კითხვები გექნებათ, მომმართეთ მე ან ამ მომხმარებელს, მუსიკაზე ძირითადად, მხოლოდ ჩვენ ვწერთ. — BH განხილვაწვლილი 08:30, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

შეგიძლიათ. მაგრამ უნდა აგიხსნათ მოკლედ, რა ხდება:

  • ვიკიპედიაში ესა თუ ის სურათი არის ლიცენზიის მატარებელი. ეს არ ნიშნავს, რომ თითო სურათზე ლიცენზია უნდა აიღოთ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა მიუთითოთ, საიდან აიღეთ ესა თუ ის სურათი და რა ტიპის ლიცენზია აქვს.
  • ალბომის სურათი ფლობს, როგორც წესი, ასეთ ლიცენზიას (სურათის ქვეშ ჩანს).
  • სურათების ატვირთვის ფუნქცია ჯერ არ არის გააქტიურებული თქვენთვის. რამდენიმე დღეში უნდა ჩაირთოს. — BH განხილვაწვლილი 08:36, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

პერსონალი

რედაქტირება

როგორც წესი, ალბომის სტატიაში ვწერთ იგივეს, რაც ინგლისურენოვანში წერია - ’პერსონალი’ და არა ’ჯგუფის წევრები’. ამის მიზეზი ის არის, რომ პერსონალი არის ზოგადად ყველა, ვინც ალბომზე მუშაობდა და როგორც წესი ანოტაციის ამ სექციაში ვწერთ არა მხოლოდ მუსიკოსებს, არამედ პროდიუსერ-ინჟინერსაც (თუ ვიცით, ვინ არის).

სხვა მხრივ კარგად მუშაობთ. ვიკიპედიიდან სხვა სტატიის დაკოპირება და საკუთარი მონაცემების ჩაწერა ოპტიმალური ხერხია. ყდების დამატებაზე ჯერ-ჯერობით, დაგეხმარებით (სანამ ეს ფუნქცია თქვენთან ჩაირთვება). — BH განხილვაწვლილი 11:40, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

allmusic-ის მიმოხილვების ბმულები დააკოპირეთ სტატიის ინგლისური ვერსიის რედაქტირებიდან (შემთხვევით იქ Save-ს არ დააჭიროთ, რომ რამე ზედმეტი არ შეინახოთ).

ჩარტებიც ადვილია - დააკოპირეთ ჩარტების სექცია (რედაქტირებიდან) მთლიანად და შეცვალეთ რაღაცეები ქართულით. ზოგიერთი შეგიძლიათ დატოვოთ და მერე ჩაგისწორებთ, მაგრამ შემდგომში გადახედეთ, რათა იცოდეთ, რას როგორ ვარქმევთ. BH განხილვაწვლილი 13:16, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. ჩარტები უკვე დავამატე, თუმცა ზემოთ მოწერილი აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდგომი მუშაობისთვის. ასევე, სასურველი იქნება, თუ შექმნით თქვენს მომხმარებლის გვერდს. მისალმების ტექსტში (სულ ზემოთ) წერია, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ამ გვერდზე. შეგიძლიათ ასევე სხვა მომხმარებლების პირად გვერდებსაც გადახედოთ და თქვენთვის რაც მისაღები იქნება, ის გადაიტანოთ. იმედი მაქვს, ვითანამშრომლებთ.—G.G. 13:23, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

დასაწყისისთვის კარგია  —G.G. 14:05, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
საერთოდ, ვიზუალური თანასწორობისათვის სექციებს (მაგ.: სიმღერების სია, პერსონალი, ჩარტები) შორის დაშორება უნდა იყოს მაქსიმუმ 1 ცარიელი სტრიქონი. ინფოდაფა ალბომის შემდეგ სტატიის შესავალი რომ მოდის, მანდაც მაქსიმუმ 1 ცარიელი სტრიქონი უნდა იყოს დაშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტი შორს იქნება გაქცეული — BH განხილვაწვლილი 15:22, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

გამარჯობა. თქვენთან ასეთი თხოვნა მექნება. " "-ეს და ' '-ეს ბრჭყალები, ქართული პუნქტუაციის წესების მიხედვით, არ არის სწორი. მართალია, ეს ხშირად გვხვდება, მაგრამ ქართულ ენაში გამოიენება „ “-ეს ბრჭყალები. გთხოვთ, დაიცვათ ეს წესი. გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:33, 12 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

დავამატებ, რომ ამ ბრჭყალების ჩასმა შეგიძლიათ ქვედა რედაქტირების პანელიდან, სადაც წერია ნიშნები. — BH განხილვაწვლილი 15:45, 12 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ყდა

რედაქტირება

გთხოვთ, იხილეთ ეს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:38, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ბრჭყალები

რედაქტირება

თქვენთან ერთი თხოვნა მექნება. გთხოვთ, ქართულ ენაში გამოიყენეთ „ “-ეს ბრჭყალები და არა " "-ეს ან «»-ეს, რადგან, მოგეხსენებთ, რომ ქართული პუნქტუაციის მიხედვით, სწორია მხოლოდ „ “-ეს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:28, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

თუ კლავიატურიდან ვერ კრეფთ, შეგიძლიათ ნიშნები დაწეროთ რედაქტირების პანელიდან, ქვევით რომ არის „ნიშნები“, იქიდან. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა რედაქტირების პანელი, „სპეციალური სიმბოლოებიდან“. კიდევ ერთი, არ დაგავიწყდეთ ხელიწ მოწერა განხილვის გვერდზე  Nodar Kherkheulidze განხილვა 18:45, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

სიმღერებთან საერთოდ არ არის აუცილებელი ბრჭყალების გამოყენება, მით უმეტეს, სიმღერების სიის ჩამონათვალში.

შემდეგ: თქვენი ფაილი ატვირთეთ აქ. იმისათვის, რომ დაამატოთ სწორი ლიცენზია, დააკოპირეთ ამ ფაილის მთლიანი ლიცენზია (ფაილის რედაქტირებაში შედით და იქიდან დააკოპირეთ) და მერე ეს ლიცენზია გამოიყენეთ თქვენი ფაილის ატვირთვისას. ყურადღება: შეცვალეთ მონაცემები მასში სხვა, შესაბამისი მონაცემებით. ამის შემდეგ ჩვეულებრივად ჩაამატეთ სტატიაში. ყდებს და საერთოდ სურათებს სჯობს, ნუ ატვირთავთ commons-ში - იქიდან ასეთი მასალა იშლება ხოლმე. — Henry McLean განხილვაწვლილი 18:48, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მესამე - ლაბრის გვარი ასე წარმოითქმისHenry McLean განხილვაწვლილი 18:49, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ბმულები

რედაქტირება

გთხოვთ, იხილეთ ჩემი განხილვის გვერდი. ისე გაითვალისწინეთ, რომ განხილვა გრძელდება იქ, სადაც იგი დაიწყო. მაგალითად, თუ დამისვით კითხვა ჩემს განხილვის გვერდზე, გიპასუხებთ იქ. თუ მე მოგწერეთ თქვენი განხილვის გვერდზე, აქვე მიპასუხეთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:59, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ტრეკლისტში ადრე ავტომატურად იქმნებოდა ბრჭყალები და სპეციალურად ამოვიღეთ ეგ ფუნქცია. იმედია, მიაქცევთ ყურადღებას, რომ ბრჭყალები არ იყოს ტრეკლისტებში და სხვაგან. ეს ეხება სიმღერებს და არა ალბომის სახელებს - ალბომის სახელებთან ბრჭყალები გამოიყენება, რათა დახრილი ასოები მივიღოთ. — Henry McLean განხილვაწვლილი 12:00, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ტრეკ ლისტი წესით სიმღერების სია არ უნდა ერქვას???— Shredder განხილვაწვლილი 12:07, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ტრეკლისტს მე ვეძახი შემოკლებით, თორემ სექციას ’სიმღერების სიას’ ვარქმევთ. თვითონ თარგს tracklist ჰქვია და ეგრე იქნება ჯერ-ჯერობით. — Henry McLean განხილვაწვლილი 12:11, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ყდები

რედაქტირება

ხომ გთხოვეთ - ყდები ატვირთეთ აქ და არა commons-ზე. ზევით ავხსენი, როგორ და რანაირად და რა უნდა ეწეროს. ნოდარს შეეშალა, როდესაც მიგითათ, რომ commons-ზე იდება. ყდების დადება რომ შეიძლებოდეს commons-ზე, მაშინ იდებოდა და აღარ მოგიწევდათ მაგის გაკეთება (ალბათ ლოგიკურია, რომ ვინმე მოიფიქრებდა ამას თქვენამდე).

გაგიმეორებთ:

თქვენი ფაილი ატვირთეთ აქ. იმისათვის, რომ დაამატოთ სწორი ლიცენზია, დააკოპირეთ ამ ფაილის მთლიანი ლიცენზია (ფაილის რედაქტირებაში შედით და იქიდან დააკოპირეთ) და მერე ეს ლიცენზია გამოიყენეთ თქვენი ფაილის ატვირთვისას. ყურადღება: შეცვალეთ მონაცემები მასში სხვა, შესაბამისი მონაცემებით. ამის შემდეგ ჩვეულებრივად ჩაამატეთ სტატიაში. — Henry McLean განხილვაწვლილი 16:15, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

კიდევ - სჯობს, ნუ დაწერთ „სრული ხანგრძლივობის მქონე ალბომი“. ეს არასწორია. თქვენ თარგმნით პირდაპირ და ეს „სრული ხანგრძლივობის მქონე ალბომი“ არის სინამდვილეში ’სტუდიური ალბომი’ (longplay-ს ეძახიან ვრცელ ალბომს, ანუ ჩვეულებრივ ალბომს). — Henry McLean განხილვაწვლილი 16:18, 6 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

შედით აქ falling into infinity-ს სტატიაში სურათზე, შედით მის რედაქტირებაში და გადააკოპირეთ ამის რედაქტირებიდან ლიცენზიის თარგი მთლიანად. შემდეგ შეცვალეთ საჭირო ინფორმაციით და მომავალში გამოიყენეთ ასეთი თარგი ყდებისათვის. თუ სურათს არ ექნება ინფორმაცია წყაროზე და სხვა ველები, იგი წაიშლება. — Henry McLean განხილვაწვლილი 19:38, 7 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ალბომის ყდა

რედაქტირება

თორნიკე, გამარჯობა. შედი ამ ფაილში. დააჭირე მის გვერდზე პუნქტს 'რედაქტირება' და დააკოპირე კოდი მთლიანად. ალბომის ყდის ატვირთვისას ჩასვი ეს კოდი შესაბამისი ცვლილებებით (რა ალბომის ყდაა, როდის ტვირთავ). თუ რამეს ვერ გაიგებ, მკითხე მე ისევ. მუსიკაზე მე ვწერ ძირითადად. --H.McC. (მომწერეთ) 20:18, 18 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობთ   --Shredder განხილვაწვლილი 11:17, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

როდესაც ამატებ ფაილს, იქვე არის 'მოკლე აღწერა' (დიდი ცარიელი ველია) ჰო და აი იქ შეიტანე ეგ ყველაფერი. --H.McC. (მომწერეთ) 20:39, 18 ივლისი 2012 (UTC)პასუხი