პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ოთოჯი / მომწერე 12:35, 3 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

სტატიები რედაქტირება

თქვენი სტატიები ზოგადად კარგია, მაგრამ ბევრი შეცდომა არის და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ.

  • მძიმეს და წერტილს შემდეგ ადგილები უნდა იყოს გამოტოვებული შემდეგ სიტყვამდე. ყოველთვის ერთმანეთზე გაქვთ მიბჯენილი
  • ხშირად ან ზედმეტი ასოა, ან ასოებია არეული, ან არ არის სიტყვა
  • (ეს ჩვენ პრინციპებს ეხება) - 'იყო'-ს არ ვწერთ შესავალში (მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი გარდაიცვალა ან ჯგუფი დაიშალა). მაგალითისათვის იხ. ბითლზის და სხვა დაშლილ ჯგუფთა სტატიები. ვწერთ ესა და ეს — ასეთი და ასეთი ჯგუფი (მუსიკოსი).
  • „კომპილაციური ალბომი“ არის ტერმინი, რომელსაც აქ ძირითადად აღარ ვიყენებთ. კრებული არის სავსებით საკმარისი.
  • ტირეს იქ არ წერთ, სადაც საჭიროა. იწერება ასე:

იენ კევინ კერტისი (ინგლ. Ian Kevin Curtis; დ. 15 ივლისი 1956 - გ. 18 მაისი 1980) — ინგლისელი მუსიკოსი, პოსტ-პანკ ჯგუფ Joy Division-ის წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი.

თქვენ კი დაახლოებით ასე გაქვთ ხოლმე:

იენ კევინ კერტისი — (ინგლ. Ian Kevin Curtis; დ. 15 ივლისი 1956 - გ. 18 მაისი 1980) ინგლისელი მუსიკოსი, პოსტ-პანკ ჯგუფ Joy Division-ის წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი.

იმედია, გაითვალისწინებთ. ზოგადად ამ მცირე კომენტარებისათვის იმისათვის ვტოვებ, რომ გაითვალისწინოთ მუშაობისას, ვინაიდან მუსიკის კატეგორიისათვის მნიშვნელოვანი სტატიები გაქვთ და აუცილებელია მათი დახვეწა. სხვა რედაქტორები კი შეცვლიან რაღაცას, მაგრამ თქვენც თუ მიეჩვევით, კარგი იქნება. --H.McC. განხილვაწვლილი 01:03, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მართალი ხართ.ახლავე დავუვლი ყველა წერტილ-მძიმეს,ტირეს გავასწორებ, ვეცდები ასოებს დავუკვირდე :)--Phoph განხილვაწვლილი 01:11, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი
უი იყოსაც მივხედავ.მადლობა და ვეცდები ჩემი სტატიები შედარებით გამოვასწორო და ბევრი აღარ გაწვალოთ მათ დაგვაში.--Phoph განხილვაწვლილი 01:15, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სურათები რედაქტირება

სალამი. როდესაც სურათი არის ვიკისაცავში, საკუთარ სურათს ვიკიპედიაში არ ვტვირთავთ და ინფოდაფაში არ ვიყენებთ. კრიგერის სურათი დევს აქ, საცავში. შეიძლება, არც მოგწონდეთ, მაგრამ ვინაიდან სტატია მხოლოდ თქვენი საკუთრება არ არის და მოწონება-არმოწონება საკამათო საკითხია - სანამ საერთო საცავში დევს რაღაც ფოტო, ინფოდაფაში ალტერნატიული საკუთარი ფოტო არ ემატება. შეგიძლიათ თქვენი ფოტოს გამოყენება სტატიის სხვა არეში, მაგრამ ინფოდაფაში მხოლოდ საცავში შენახული უნდა იყოს. თუ საცავიდან წაშლიან ყველა ფოტოს, მაშინ აქ ინფოდაფაში დასაშვებია საკუთარის გამოყენება. --H.McC. განხილვაწვლილი 23:44, 3 მაისი 2013 (UTC)პასუხი


აჰა კაი გასაგებია.დიდი მადლობა, კრიგერის ფოტო არ მომეწონა და არ ვიცოდი ინფო დაფაში ჩემი ატვირთული თუ არ უნდა დამედო,დენსმორთანაც იგივე გავაკეთე, სახე არ უჩანსთქო იმ სურათზე :D მივხედავ მაგ ამბავს. ბოდიში და მადლობა--Phoph განხილვაწვლილი 00:03, 4 მაისი 2013 (UTC) გამარჯობაც დამავიწყდა :D გამარჯობა --Phoph განხილვაწვლილი 00:04, 4 მაისი 2013 (UTC)პასუხი