პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დათო1010 10:23, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

თარიღი რედაქტირება

გამარჯობა. გთხოვთ. შემოიტანოთ წყარო, სადაც მითითებულია გარდაცვალების თქვენი თარიღი. პარლამენტის ბიოგრაფიულ ლექსიკონში მითითებულია ოქტომბერი - http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009548/ --Abandoner განხილვაწვლილი 13:13, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი


გამარჯობა, მე ზურაბ ჭავჭავაძის შვილი ვარ. მამა ავტოკატასტროფიდან 70-ე დღეს გარდაიცვალა, 1989 წლის 21 დეკემბერს. მივწერე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც და გაასწორებენ.

მინდა დავამატო ინფორმაცია, შეგიძლიათ დამეხმაროთ?

წყარო ISBN 978-9941- 0-9465- 1

ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა თბილისში, 1953 წლის 5 თებერვალს. 1970 წელს მან ოქროს მედალზე დაასრულა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მესამე კურსიდან, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა სწავლა განაგრძო გერმანიაში, იენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. სადიპლომო შრომა დაიცვა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის საკითხებზე. 1979-1980 წლებში ზურაბ ჭავჭავაძე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი მდივანი. 1981 წელს ზურაბ ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-ტექნიკური თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, სადაც იგი მეცნიერ-რედაქტორად მუშაობდა. 1984 წელს ზურაბ ჭავჭავაძემ მუშაობა განაგრძო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. იგი ჯერ უფროს მეცნიერ-რედაქტორად, შემდეგ კი სამეცნიერო ლიტერატურის რედაქციის გამგედ მუშაობდა. ამ პერიოდში პროფესიულ სახეს იღებს მისი დაინტერესება ფილოლოგიური კვლევებით. ზურაბი აქვეყნებს ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილ სამეცნიერო და პოპულარულ სტატიებს, კრიტიკულ წერილებს. იგი ექსტერნად აბარებს ქართული ლიტერატურის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსს და 1986 წელს წარდგენილი დისერტაციის შესაბამისად ენიჭება ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სადისერტაციო თემის სახელწოდება იყო ,,XII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიულ-ლიტერატურული ანალიზი“. საკვლევი თემის ფარგლებში ზურაბ ჭავჭავაძის მიერ გაანალიზებულია დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანის“ ტექსტი. 1988 წლიდან ზურაბ ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. ამ პერიოდიდან იღებს სათავეს მისი აქტიური მონაწილეობა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1989 წლის 13 ოქტომბერს, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე კი მძიმედ დაშავდა. ზურაბი 1989 წლის 21 დეკემბერს, მკურნალობის 70-ე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nino1977 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გმადლობ

გამარჯობა, დავარედაქტირებთ. გმადლობ შენიშვნებისთვის. --Abandoner განხილვაწვლილი 08:51, 28 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი