Levan Kalandadze
გამარჯობა, Levan Kalandadze. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
--ტრულალა (გ) 09:18, 23 თებერვალი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, ინგლ. ვიკიპედიაში არ არსებობს სტატია ოთარ კობერიძეზე, რის გამოც ბმული წაიშალა.Zangala 16:28, 1 მარტი 2007 (UTC)
ლევან, რუსულ ბმულს ნუ ამატებ, რადგან არ წამიშლია - არსებობს. შეგიძლია ნახო მარცხნივ წერია სხვა ენებზე. ხოლო ინტერნეტის ინფორმაციას გავუკეთე სათაური რესურსები ინტერნეტში. Zangala 16:46, 1 მარტი 2007 (UTC)
ლევან, ოთარ კობერიძის შესახებ რატომ წაშალე - არ მოგეწონა?Zangala 17:58, 1 მარტი 2007 (UTC)
ლევან, მხოლოდ ინფორმაციისთვის. კობერიძე რადგანაც რეჟისორიც არის შეიძლება კატეგორია დაწერო ქართველი რეჟისორები და რეჟისორების კატეგორიაშიც იქნება. ასე მხოლოდ მსახიობების კატეგორიაშია. იმედია ჯერ თავი არ მოგაბეზრე. Zangala 18:47, 1 მარტი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, გვაქვს ორი კატეგორია: კატეგორია:ქართველი რეჟისორები და კატეგორია:ქართველი კინორეჟისორები. ამას იმიტომ გეუბნები კობერიძე რომელ კატეგორიაში იქნება უფრო მართებული რომ იყოს? მეორე, თხოვნა სტატია ელიავა, ლია დასაწყისში გიწერია ქართველი მსახიობი. და ქართველთან გაქვს გაკეთებული ბმული. შემდეგ გიწერია, რომ მეუღლე იყო ქართველი მსახიობი კობერიძე, ოთარ. ასე მოკლე სტატიაში მხოლოდ ერთხელ საკმარისია ბმულის გაკეთება სიტყვა ქართველთან. ე. ი. მეორე მეუღლე იყო ქართველი (აქ მბულს წავშლლი) მსახიობი კობერიძე, ოთარ. კატეგორია შენ თვითონ შეასწორე. იმედია გასაგებად მოგწერე. Zangala 11:30, 2 მარტი 2007 (UTC)
ლევან, ვიკიპედიაში გვაქვს მრავალი თარგები. აგრეთვეც შეგიძლია შენ თვითონ შექმნა. ამჟამად მინდა შემოგთავაზო შემდეგი. თარგი:ინფოდაფა კინო - გადახედე ამ თარგს. შეგიძლია გააკეთო სტატია ბაში-აჩუკზე. სტატიაში ამ თარგთან ერთად რასაკვირველია სტატიაც უნდა დაიწეროს. მარტო თარგის ჩასმა არ გამოდგება. სამწუხაროდ ვიკიპედიაში არსებობს სტატიები, სადაც მხოლოდ თარგებია. შენ უკეთესი და სამაგალითო შექმენი. ისე ლაპარაკი არ იცი, რომ არ მელაპარაკები? :)Zangala 14:44, 2 მარტი 2007 (UTC)
ტამპლიერები
რედაქტირებაგაუ. მე ამ სტატიაში არაფერი შემიცვლია. უბრალოდ მაგისტრების სია ჩავამატე. თუ სია არ მოგწონს ? გიორგი მარუაშვილი 11:03, 17 მარტი 2007 (UTC)
- ტამპლიერთა ორდენი შეიქმნა პალესტინაში 1118 წელს. მისი დამაარსებლები იყვნენ ჰიუგო დე პიენი და გოდფრუა დე სენტ-ომერი.ამ ორდენის შექმნაში თავის წვლილი შეიტანა იერუსალიმის მეფემ ბალდვინ მეორემ1118-1132.რაინდებს დაუთმო სასახლის სამხრეთ ნაწილი, უფლის საფლავთან ახლოს აქედან წარმოდგა მათი სახელწოდებაც.თავდა პირველად ორდენში იყო ცხრა რაინდი. მათი მიზანი იყო მლოცველთა და მწირების დაცვა იაფადან იერუსალიმისკენ მიმავალ გზებზე.რაინდებმა აღთქმა დადეს რომ იცხოვრებდნენ როგორც ბერები, სიღატაკესა და გასაჭირში. 1128 წლის 14 იანვარს, ტრუაში მოწვეული იქნა კრება სადაც პაპმა ჰონორიუს მეორემ ოფიციალურად დაამტკიცა ტაძრის ორდენი. ჰიუგო დე პიენი კი დანიშნა ორდენის დიდ მაგისტრად.ორდენის წესდება და მოვალეობები შეადგინა ბერნარ კლერმონელმა. ეს წესდება იყო ცისტერციანელთა ორდენის წესდების მსგავსი. 1128 წელს ბერნარმა დაწერა ტრაქტატი ,, ქება ახალ რაინდობას,, (De laude novae militiae)სადაც მოუწოდებდა კეთილშობილ რაინდებს შეევსოდ ორდენის რიგები.
- ტამპლიერტა სჰესახებ დაწვრილებიტ ცნობებს იდზლევა XII საუკუნის ისტორიკოსი გიომ ტირელი, ნაშრომში "Historia rerum in partibus transmarinis gestarum", ამბები ზღვის გადაღმიდან.
- ესაა შენი ტექსტი რომელიც ალბათ წაიშალა... მოკლედ ცოტა გასასწორებელია და აბა შენ იცი, მიხედე ამ თემას... კარგი რამაა. გიორგი მარუაშვილი 11:09, 17 მარტი 2007 (UTC)
ბაში-აჩუკი
რედაქტირებაგამარჯობა ლევან, გთხოვ ნახო დიდი ქალაქის ჩირაღდნები (ფილმი). ბაში-აჩუკი ასე რომ გააკეთო. Zangala 13:34, 4 მარტი 2007 (UTC)
ლევან, სტატია ბაში-აჩუკი (ფილმი), რომ ნახო დაინახავ, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ეს რისი ბრალია, წინადადება სიტყვა ფილმით რომ იწყებ შორისი (პრაბელი რუსულად) გაქვს გაკეთებული. მეორე ნახავ, რომ ოთარ კობერიძე წითლად ჩანს - ეს რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ კობერიძის შემდეგ მძიმე არ გაქვს გაკეთებული. იგივე პრობლემაა ბიძინა ჩოლოყაშვილთან, აკაკი წერეთელთან. იცოდე ყველა სტატია ჯერ გვარი, მძიმე და სახელი - ასეა. ამიტომ ბმულების დროს ეს პრინციპი არ დაგავიწყდეს. მე სპეციალურად არ ვასწორებ, რომ შენ თვითონ დამხეცდე, რომ მომავალში ჩვენ შეგვისწორო. იმედია გამიგე.Zangala 15:07, 4 მარტი 2007 (UTC)
კარგია, ჩოლოყაშვილს მე გავასწორებ. ე. ი. ყოველ ბმულს რომ აკეთებ, რომელიც ამჟამად წითლად
ჩანს მომავალში ყველა უნდა გალურჯდეს. ე. ი. სტატიები უნდა შეიქმნას. Zangala 15:26, 4 მარტი 2007 (UTC)
სხვა კიდევ რა გითხრა. მაგ. ქსნის ერისთავები - ეს მე არ მომწონს. რატომ? ქსნის ერისთავები იყვნენ რამდენიმე. მაგ. შენ შექმენი ბმული მაგ ბმულით სტატიას როგორ გააკეთებ? მე ერთ რაღაცას გეტყვი. აკრიფე ქსნის ერისთავები, დააჭირე სტატიას და ნახავ მოგცემს რამდენიმე ერისთავებს, რომლებიც ჩოლოყაშვილთან ერთად ბრძოლობდნენ. იქნებ ამ შემთხვევაში მიუთითო ვისთან ერთად იბრძოდა. არ ვიცი ეს ჩემი აზრია. Zangala 15:33, 4 მარტი 2007 (UTC)
როგორც მომხმარებელს, ასევე სტატიებსაც აქვთ განხილვის გვერდები, რომელსაც უნდა გადახედო როგორც შენ წამოწყებულ სტატიებს ასევე სხვებისაც. უნდა დაწერო შენი მოსაზრებები და ა. შ. უნდა იყო აქტიურო. ამჟამად გადახედე განხილვა:ბაში-აჩუკი (ფილმი) და შემდეგ სტატიის ინფოდაფაში რესურსები ინტერნეტიდან ამოიღე და აქ ჩასვი iMDb პროფილი. აგრეთვე მიიღე ხოლმე მონაწილეობა სხვა სტატიების გასწორებაში. Zangala 15:43, 4 მარტი 2007 (UTC)
ეტყობა გაუგებრად დავწერე - ე. ი. რესურსები ინტერნეტში იქიდან უნდა ამოგეღო და ინფოდაფაში, რაც წაშალე იქ ბმული ჩაგესვა. Zangala 16:06, 4 მარტი 2007 (UTC)
შეყვარებული ასე დიდხანს არ ალოდინო პირველ წერილზე :) ახლა რაც შეეხება ინფოდაფას. შენ შექმენი შენებურად ინფოდაფა, სახელიც სხვა დაარქვი. ნახე სხვა თარგები. მე ეს მოგაწოდე, რადგან კინოზე იყო და თუ შენ თვლი, რომ სრულყოფილი არ არის - შექმენი ახალი ახალი სათაურით.Zangala 16:28, 4 მარტი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, გთხოვ კიდევ ერთხელ გადახედო თარგს თარგი:ინფოდაფა კინო. როდესაც ახალს ქმნი ასევე უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომ მომავალში ან შენ ან სხვამ გამოიყენოს შენი გაკეთებული თარგი. გთხოვ გადახედო რედაქტირებაში როდესაც ხარ მაშინ.Zangala 10:02, 5 მარტი 2007 (UTC)
მხეცი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთი? ახლა კიდევ ერთი რამ მომხმარებელი:Spielerina შეგიძლია შენი პირადი გვერდიც ასე თარგებით შეავსო (შენი მონაცემებით). სად უნდა ნახო თარგები? მთავარი გვერდზე ნახავ ანბანური საძიებელი - დააწკაპუნე. წერია მთავარი - ეს სიტყვა თარგით შეცვალე (უკვე ჩანაწერი არის)და ნახავ თუ რამდენი თარგებია - არ დაიბნე თარგებში რომ მოხვდები. აგრეთვე შეგიძლია შენს განხილვის გვერდზე გააკეთო თარგი, შენ რომ მოგწონს მოსახერხებელია რომ იძახი (ე. ი. დააწკაპუნეთ აქ).Zangala 10:46, 5 მარტი 2007 (UTC)
ვგულისხმობდი ჩანაწერებს რაც შეასწორე ინფოდაფაში. ადრე იყო მხოლოდ წითლად ბმული(ალბათ გახსოვს). ამჟამად ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. სურათი ჩავამატე ნახე? ახლა ვეწვალები (ბოლოში) imdb_id = რომ ჩანდეს, როგორც ჩარლი ჩაპლინის სტატიაში, მაგრამ არ გამომდის. რატომ ვერ გავიგე. ორ მისამართს წერს? იქნებ შენ ნახო შეცდომა სად არის. Zangala 11:18, 5 მარტი 2007 (UTC)
ვერ გავიგე რა გინდა, რომ შეცვალო? ბაში-აჩუკში ახალი თარგი არ გაქვს შეტანილი ჯერ? სურათი შეგიძლია გამოცვალო. ოღონდ ყოველთვის მიუთითე წყარო, თორემ უფროსობა წაშლის. imdb_id = ამ პრობლემაზე ვწვალობ კიდევ. ხო, კიდევ ერთი რამ უნდა იცოდე. ყველა სტატიას აქვს ისტორიის გვერდი. ეს რას ნიშნავ? თუ ვინ რა მონაწილეობა მიიღო და შეიტანა სტატიაში. განსხ. რომ დააჭერ დაინახავ რა ცვლილება შეიტანა ამა თუ იმ მომხმარებელმა. ეს აგრეთვე შეგიზლია ნახო ბოლო ხვლილებების გვერდზეც. Zangala 12:02, 5 მარტი 2007 (UTC)
ლევან, უკვე მივხვდი გუშინ რაც გააკეთე - შევცდი მხეცი, რომ გითხარი არ ყოფილხარ. მე მეგონა, რომ უკვე ახალი გქონდა გაკეთებული. პრობლემა ჯერ უნდა შესწორდეს თარგში. შენთან ასეთი კითხვა მაქვს რამდენი ახალი დასახელება დაუმატე? ძველი თარგი, რომელიც შენ არ მოგეწონა - იყო თუ არ ვცდები ინგლ.-დან და მხოლოდ ნათარგმნი ე. ი. თარგი ინგლ. ვიკიპედიის შექმნილია და არა ჩვენი ქართულის. Zangala 16:50, 5 მარტი 2007 (UTC)
ლევან, ცოტა ხანს თავი დაანებე თარგს, რაღაცას ვწვალობ. ამიტომ დროებით ყველაფერს აღვადგენ რაც წაშალე, ოკ?Zangala 17:15, 5 მარტი 2007 (UTC)
ლევან, აბა გადახედე ამას კავკასიელი ტყვექალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები (ფილმი). ამასაც იგივე თარგი აქვს გამოყენებული, რაც ჩაპლინის ფილმს. ნახე ამ ფილმის რუსული ვარიანტი. ისე კარგია, რომ პრინციპზე ხარ და გინდა შენი ვარიანტი გააკეთო. --Zangala 18:11, 5 მარტი 2007 (UTC)
ვიცი, რატომაც გააკეთე შენი ვარიანტი. პრინციპში გაკეთებული კარგად გაქვს. დახმარებაზე ვფიქრობ. მეც შენსავით ვარ. Zangala 18:16, 5 მარტი 2007 (UTC)
ლევან, ru:Википедия:Механизм шаблонов სამწუხაროდ ქართული ვერ ვნახე. ამის მიხედვით შენ სწორედ გაკეთებული. სად არის პრობლემა ვერ ვაგნებ. Zangala 18:26, 5 მარტი 2007 (UTC)
ლევან, მომხმარებელი:Island გაასწორა თარგი. განსხ. დააჭირე და მიხვდები რას ვაკლებდით თარგს. ასე რომ საბოლოოდ მაინც მხეცი გამოდიხარ. გილოვაც გამარჯვებას. Zangala 18:49, 5 მარტი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, "ანთიმოზ ივერიელი”, 2001 - თარიღი შეასწორე ან ალბათ არ თამაშობს, თორემ თუ ელიავა 1998 წელს გარდაიცვალა ფილმში როგორ მიიღო მონაწილეობა? ხოლო რუსულად რომ ჩაწერე ქართული თარგმანი არ აქვს? იქნებ გაიგო. Zangala 12:05, 6 მარტი 2007 (UTC)
გასაგებია, ფილმში გადაღებულია არის, მაგრამ ფილმი მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. Zangala 12:08, 6 მარტი 2007 (UTC)
ფერები
რედაქტირებაგამარჯობა ლევან, მხოლოდ ინფორმაციისთვის: თარგი:W3C-ფერები.Zangala 13:07, 8 მარტი 2007 (UTC)
10.03.2007
რედაქტირებაგამარჯობა ლევან, ჩემი აზრით შენს პირად გვერდზე სიტყვა მონაცემებს წავშლიდი, ხოლო თითოეულ მონაცემს გავუკეთებდი როგორც ადრე ჰქონდა *-ნიშანს. აქვე ერთი თხოვნა მექნება, წერილები ყოველთვის ბოლოში მომწერე ხოლმე და არა შენს მიწერ-მოწერის ადგილას. ქრონოლოგია არ დაირღვეს. იმედია გამიგე რისი თქმა მსურს. Zangala 11:42, 10 მარტი 2007 (UTC)
ლევან, გადახედე ამასაც მომხმარებელი:GioMac. შენ ორჯერ გიწერია მონაცემები. მაშინ ერთი შეცვალე ბაბილონით. ყველას თავისი გემოვნება აქვს - გეთანხმები. ყოველთვის გამოიყენე - წინასწარ გადახედვე სანამ გვერდს შეინახავ.Zangala 11:56, 10 მარტი 2007 (UTC)
სურათების შესახებ
რედაქტირებალევან, ვეცდები ჩემი უბრალო ენით აგიხსნა. ვიკიპედიაში არსებობს commons wikimedia - ჩვენებურად ვთქვათ საჯარო ბიბლიოთეკა სურათებისთვის. როდესაც სურათი ამ ბიბლიოთეკაში არ არსებობს და სურათს არ აქვს მითითება, თუ საიდან არის ე. ი. უნდა იყოს მითითებული თუ პირადი არქივია, ან მისამართი საიდან არის გადმოტვირთული - უფროსობა შლის. აქედან გამომდინარე თხოვნა, რომ ყოველთვის მიუთითე წყარო სურათი საიდან არის გადმორთვირთული. მაგ. სურათის გადმოტანა გინდა ინგლ. ვიკიპედიიდან დააწკაპუნე სურათს და ნახავ ქვემოთ სურათის გადატანის უფლება გაქვს თუ არა ქართულ ვიკიპედიაში. ზოგჯერ ინგლ. არის, მაგრამ მხოლოდ ინგლ. ვიკისთვის. სხვა ვიკიპედიას მისი გამოყენების უფლება არ აქვს. შეიძლება ითქვა უმეტეს შემთხვევაში სხვა ვიკიპედიას აძლევენ მისი გამოყენების უფლებას. იმედია შევძელი ახსნა და მომავალში ამას გაითვალისწინებ. წესი წესია. თუ ვიკიში ხარ წესს თითოეული ჩვენთაგანი უნდა დავემორჩილოთ. გისურვებ წარმატებებს. Zangala 13:38, 10 მარტი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, მოსაკლავი მყევხარ :) ისეთ ნოლსტალგიულ ფილმებზე წერ სტატიებს. ტირილს მაწყებინებ. ახლა ეტყობა მამლუქს მიმზადებ. საქართველოში თუ იციან კიდევ ამ ფილმებზე რამე?Zangala 14:13, 14 მარტი 2007 (UTC)
პანთეონი (მთაწმინდა) - ამ სტატიას შენ სურათები დაამატე, მაგრამ ვიკიპედიაში არ არის გადმოტვირთული. მხოლოდ გრიბოედოვის საფლავია. მისახედია. ისე სიმართლე გითხრა გრიგოედოვის საფლავი, ნინო რომ დასტირის ის რომ ჩანდეს უკეთესი იქნებოდა(ჩემი აზრით).Zangala 14:18, 14 მარტი 2007 (UTC)
გამარჯობა ლევან, საიდან დავიწყო: 1. შვილიშვილი რომ იყავი მივხვდი; 2. სტუმარი არ ხარ იმ დღიდან, როდესაც რეგისტრაცია გაიარე - მომავალში შენ სხვების მასპინძელი ხარ - თამამად; 3. ეტყობა ნოსტალგიაზე ვერ გამიგე - აუცილებლად გააგრძელე. რაც შეიძლება მრავალი დაწერე. იქნებ ნათესავების იქით გადახედო პიროვნებებს (დარწმუნებული ვარ რომ ბევრს იცნობ) და ა. შ. (აქ რაღაც იდეა მომივიდა - ჯერ უნდა ვნახო); 4. სურათებს რაც შეეხება - გრიბოედოვი ხომ გამოგივიდა? სურათის გადმოტვირთვისას მიუთითე პირადი არქივიდან. მე ვწერ ცანგალას პირადი არქივიდან. ამჟამად სტატია პანთეონში მხოლოდ გრიბოედოვს დავტოვებს რადგან დანარჩენები არაფრის მთქმელია. გისურვებ წარმატებებსZangala 11:11, 15 მარტი 2007 (UTC)
- ლევან, აქ რაღაც იდეა მომივიდა - ჯერ უნდა ვნახო - ნახე პორტალი:კინო რისი დამატება შეიძლება (ვგულისხმობ ქართულზე). სანამ რამეს დაამატებდი ძალიან გთხოვ გადახედო სხვაენოვან ბმულებს. ისე სურათი რომ დაამატე კობერიძის არქივიდან მისი გამოყენების უფლება თუ გაქვს მიღებული? ხო კიდევ ერთ რამ ბაში-აჩუკი (ფილმი) გაქვს რესურსები ინტერნეტში. რადგანაც არაფერი არ არის ჩაწერილი ჯობია ამოვიღოთ, ხოლო სურათებს, რომელსაც ამატებ სათაური გაუკეთდეს კადრები ფილმიდან: Zangala 12:34, 15 მარტი 2007 (UTC)
- ლევან, რაღაცას შევასწორებ ოთარ კობერიძის სტატიაში. თუ არ მოგეწონება წაშალე? --Zangala 11:48, 16 მარტი 2007 (UTC)
პანთეონის სურათების შესახებ
რედაქტირება- ლევან, ერთი რამე უნდა გითხრა. მთაწმინდის პანთეონის სტატია რომ არ გადაჭარბდეს სურათებით ზოგიერთი შეიძლება პირად სტატიებში ჩაისვას მაგ. ჭაბუკიანი, ვახტანგ და სურათს მივუწეროთ ჭაბუკიანის საფლავი მთაწმინდის პანთეონში. იმედია მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ. Zangala 12:29, 16 მარტი 2007 (UTC)
ნუ გადამრიე ასეთ დღეშია გრიბოედოვის საფლავი? --Zangala 12:31, 16 მარტი 2007 (UTC)
ლევან, გრიგოედოვის საფლავი მეორე, რომ არის მიმატებული წარწერიანი სულ ადრე უკვე სტატიაში რომ არის ჩასმული ხომ არ გაქვა? ისე ვიღაცას ლურსმანი მოუპარია. ნახე?--Zangala 12:45, 16 მარტი 2007 (UTC)
რვა საკმარისია, მე მეგონა კიდევ მოუმატებდი. ლურსმანი გრობოედოვის მეორე სურათზე ჯვარზე გაკრულ ქრისტეს ფეხიდან არის მოპარული. ისე photoshop ცუდი არ არის. თუ არ გეზერება ცუდი არ იქნება როგორც ჭერის შეკეთება, ასევე ჭერიდან ჩამოცვენილია გასამუქებელი საფლავის ფერში ცუდი არ იქნებოდა. მთავრობა თუ არ არემონტებს photoshop-ით მაინც იქნას შეკეთბული :). მე ბმულები გავაკეთე ნახე და ჭაბუკიანის საფლავს მივაწერე, რომ ჭაბუკიანის არის. Zangala 13:23, 16 მარტი 2007 (UTC)
სტატია კობერიძეში რაღაცას შევცვლი, ოღონდ იცოდე ტექსტს რასაც ჩავწერ მე არ მომწონს, მაგრამ სხვა ჯერ ვერ მოვიფიქრე. გადახედე - იქნებ შენ უკეთესი მოიფიქრო.--Zangala 14:27, 16 მარტი 2007 (UTC)
დაბლოკვა
რედაქტირებაგამარჯობა ლევან, ე. ი. ნამდვილად ნიკოლოზ X და არა ნიკოლოზ IX ე. ი. ხერხეულიძე იყო ნიკოლოზ X და არა IX. (მადლობა ინფორმაციისთვის). ახლა რაც შეეხება შენს კითხვას, არსებობს სტატიის დაბლოკვა თუ არა. ზოგიერთი მაქვს ისე დაბლოკილი, რომ მხოლოდ რეგისტირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ შესწორების გაკეთება. მთლიანი დაბლოკვის საშუალებაც არსებობს - ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ვანდალიზმთან გვაქვს საქმე ან ფაქტებს ამახინჯებენ ან ზოგი ერთი პარტიის მომხმრეა და მეორე პარტიას უწმაწური სიტყვებით ამკობს. ხშირია შემთხვევები სააკაშვილის სტატიასთან, შევერდნაძეს სტატიაზე, ბურჯანაძე იყო ამ ბოლო დროს და ა. შ. (ჯერჯერობით ეს სტატიები დაბლოკილი არ არის). შენ ალბათ გულისხმობ, რომ კობერიძის სურათი მარცხნიდან იყო გადმოტანილი მარჯვნივ ამის გამო სტატიას ვერ დავბლოკავ. ვიკიპედია იმისა, რომ ყველას აქვს საშუალება თავისი წვილის შეტანისა. მაგ. შენ თვლი, რომ კობერიძეზე სტატია ამოწურე და დასამატებელი არაფერი არ არის, მაგრამ არსებობს მომხმარებელი, რომელმაც იცის ინფორმაცია, რაც შენ არ იცი და მას აქვს უფლება დამატებისა. ვგულისხმობ რასაკვირველია ნორმებს და არა ვანდალიზმს. იმედია შევძელი ნაწილობრივ მაინც შენ კითხვაზე პასუხის გაცემა. Zangala 11:11, 17 მარტი 2007 (UTC)