მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 3

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lika2672 თემაში სოფლები

ინფორმაცია სურათებისთვის

ჯაბა: სურათების ატვირთვისას შეძლებისდაგვარად გამოიყენე თარგი {{ინფორმაცია}} - ალ-ო      @ 22:30, 24 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

მე ხარვეზი ვერ აღმოვაჩინე. ეგებ დამიკონკრეტო?--Rastrelli F 16:20, 25 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

აზერბაიჯანის ქალაქები

გამარჯობა ჯაბა, გავაკეთე თარგი:აზერბაიჯანის ქალაქები. მაქსიმალურად ქართული სახელწოდებები დავწერე. გამოგადგება სტატიების შექმნაში.--ცანგალა () 14:44, 5 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მართალია, ძალიან დიდი იყო ალავერდის სურათი, საბედნიეროდ მივხვდი როგორ ჩამესვა უფრო მცირე ზომით. უკვე შევასწორე.--Lika2672 17:25, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა... ნამდვილად ასე ჯობია...თუ რამეში დახმარება დამჭირდა აუცილებლად მოგმართავთ. გაიხარეთ--Lika2672 17:37, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ლიცენზები რაღაა? როგორ მოვიპოვო?--Lika2672 18:29, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

კატეგორია:საავტორო უფლებების თარგების ნახვის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე?რა უნდა გავაკეთო ამის შემდეგ ლიცენზიისთვის?--Lika2672 19:19, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სურათების ტექსტში ჩასმაც ვისწავლე... დიდი მადლობა დახმარებისათვის..--Lika2672 19:22, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

რა შემეშალა?--Lika2672 19:31, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

სულ ეს არის?თუ არ არსებობს სხვა_ვერსიების დაკოპირებაა მთავარი? ეს არის ლიცენზია?--Lika2672 20:00, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

არა, სკაიპში არ ვარ. თელავის სურათიც ვნახე. მემგონი რაღაცეებსაც მივხვდი(ჩემდა საბედნიეროდ)კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!--Lika2672 20:12, 18 მარტი 2009 (UTC)პასუხი

კი,მაგრამ იქ მეფეებზე ეწერა--მოცარტი 15:40, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

მაშინ სათაური შეცვალეთ--მოცარტი 15:59, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

იტალიურში წერია "ბელორუსიის პრეზიდენტები"--მოცარტი 16:13, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ხო,იტალიურზე წერია "ბელორუსიის პრეზიდენტები" და ქართულზე "ბელორუსის პრეზიდენტი". ფრანგულიში კი "ბელორუსის პრეზიდენტების სია"--მოცარტი 16:23, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

კი--მოცარტი 16:27, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

არაუშავს, არ ვერევი ისედაც პოლიტიკაში. пошли эти политики... --მოცარტი 16:31, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ირლანდიის პრეზიდენტები

მგონი ცუდი არაა:) ირლანდია ხომ ზურმუხტის კუნძულია:)--გიორგი  , 18:03, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ნახე? გიორგიმ გაასწორა. შეხედე და სხვა თარგებში აღარ გაგიჭირდება. წარმატებები.--ცანგალა () 18:04, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ირლანდიის პრეზიდენტი - ამ წუთში ჩავიხედე სტატიაში. გემოვნებაზე არ დავობენ. მაგრამ ეს რა ფერებია? მე პირადად ნაზი არამყვირალა ფერები მირჩევნია. ნახე ინგლ. გერმ. მართალია სხვა ვიკიპედიები არ მინახავს... --ცანგალა () 18:11, 24 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა მე მომწერე სკაიპში შედიო?--Leovizza 19:46, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ვარ სკაიპში, შეგიძლია მომნახო, იქაც ლეოვიზზა ვარ--Leovizza 19:48, 26 მარტი 2009 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს ჯაბას. :) ვიკიპროექტში თურქეთის პროვინციების სიაში ყველას ფრჩხილებში უწერია (პროვინცია), არადა თურქეთში ამ პროვინციებს ვილაიეთი ჰქვია. ქსე-ს მიხედვითაც ვილაიეთია. შეიძლება მას შემდეგ შეიცვალა, მაგრამ თურქეთში დღესაც ასე ამბობენ. მგონი კარგი იქნება, თუ ამას განსახილველად ყავახანაში გავიტანთ. გმადლობ —დათო 08:14, 6 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

უიმე, მე შენ მეგონე პროექტის ადმინისტრატორი :)) —დათო 08:16, 6 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:ჭიათურა

თარგს გავუკეთე გადამისამართება. --ცანგალა () 12:16, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა შენ კვაისა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გიწერია, არადა ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის--დათო_დათო 18:45, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ეგ კი ვნახე, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის რუკაზე მოქცეულია ონის რაიონში--დათო_დათო 18:58, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამოგიგზავნე--დათო_დათო 19:11, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ეგ სოფელი არ ვიცი მაგ რუკაზე არ არის დატანილი--დათო_დათო 19:26, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კვაისა გადაიტანე, რადგან ნამდვილად ვიცით და დანარჩენზე სხვებს დაველოდოთ--დათო_დათო 19:37, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კარგი დროებით ეგრე დავტოვოთ სანამ შეუბანს მივუჩენთ ადგილს--დათო_დათო 19:44, 7 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა შეუბანიც ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის--დათო_დათო 14:34, 8 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ხო ორივე გადაიტანე--დათო_დათო 15:02, 8 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ეგ დიდ საქართველოს ადმინისტრაციულ რუკაზე ვნახე თსუ-ში--დათო_დათო 15:05, 8 აპრილი 2009 (UTC)პასუხი


სალამი, სამწუხაროდ აჟამად სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, მაგრამ როდესაც მოვიცლი, ვნახავ შევძლებ თუ არა ინფო.ს შემოტანას. --მიშა () 15:24, 9 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

 
თურქეთის ვიკიორდენი

თურქეთის ვიკიპროექტში უზომო წვლილისთვის.--George Mel  , 10:46, 15 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

რადგან არსებობს იგივე სახელწოდების პროვინციაც, ამიტომ ბურსა (ქალაქი)--დათო_დათო 16:21, 16 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:ჩაპლინის მილოცვა

ყველა სახელი ამოწერილი მაქვს ქსე-დან და იქ წერია ისპარტა--დათო_დათო 20:54, 22 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა ჯაბა, ეხლა მინდა დიდი ბულგარეთის რუკა გადავაკეთო, საქართველოს მოვხსენი ვასალობა :) და კიდევ რაიმე ტერიტორიას ბულგარეთის ვასალობა ხომ არ გავაუქმო?--გიორგი  , 04:59, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

არაუშავს, ჯერ–ჯერობით საქართველოს გარეშე იყოს (ანუ კახეთის ვასალობა წავშალე) დანარჩენ ქვეყნებს კი მერე მივხედოთ. ფაილის ახალი ვარიანტი ავტვირთე და იმაზე საქართველოს გარეშეა.--გიორგი  , 06:58, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ეხლა ვერ ვასწრებ:((( ცოტა მოგვიანებით რომ დავასრულო? (დღეს რომ დავასტულებ 100%)--გიორგი  , 04:33, 1 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ინფოდაფა ამოქმედდა:)--გიორგი  , 14:15, 3 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ჩეჩნეთში ჩავსვი, ოღონდ რამ –აი აქ თუ არ შეწუხდები მართობული თარგმანები ჩასვი:)--გიორგი  , 14:29, 3 მაისი 2009 (UTC)პასუხი

პეტრე II

გამარჯობა, მე არ შემიქმნია ფრჩხილების გარეშე. ისე რამდენიმე პეტრე II არსებობდა. იხ. ru:Пётр II (значения)ოთარი () 06:47, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

გთხოვ კარგად ნახე გადამისამართების ისტორია.– ოთარი () 07:02, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ვიცი, რომ არასწორია, საერთოდ რაიონი სადაც მოიხსენიება, ყველა შესაცვლელია, მაგრამ კატეგორია ასე იყო გაკეთებული. ტექსტებში ვცდილობ, ჩავასწორო, სადაც რაიონია, მუნიციპალიტეტით, იმიტომ რომ 2006 წლიდან უკვე ასე ეწოდებათ გმადლობ დახმარებებისთვის გრიგოლი

ჯაბა, ფედერალურ მხრეებს რაღაც ცუდად უყურებ. ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ. --ცანგალა () 18:53, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს. გმადლობ დახმარებისთვის. უნდა განვავრცო დღეს, თუ მოვასწარი --~zLION~ 20:13, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

თხოვნა

ერთი თხოვნა მექნება. სანამ არ გადაწყდება მხოლოდ სათაური თუ მხარის, ოლქის და ა. შ. ნუ შეცვლი სტატიებს. იქნებ ამ ორ დღეში მოვახერხოთ. --ცანგალა () 17:41, 6 მაისი 2009 (UTC)პასუხი

კარგი ცანგალა ეგრე იყოს. მართალი ხარ.--ჯაბა ლაბაძე 17:43, 6 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ამ შემთხვევაში გადამისამართება გააკეთე შენს მიერ შექმნილ სტატიებზე. მომავალში კი გადამისამართების შეცვლა უფრო ადვილი იქნება.--ცანგალა () 17:46, 6 მაისი 2009 (UTC)პასუხი

თუ არ ვცდები

პორტალი:საქართველო/როგორ შემიძლია დავეხმარო/მოთხოვნილი სტატიები - ასეთი გვერდები კიდევ მრავლად შეგხვდება. თუ არ ვცდები რობოტი ამოაგდებს ავტომატურად იმ გვერდებს რომლებზეც სტატიები შეიქმნა. დრო დაზოგე.--ცანგალა () 20:09, 18 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

 
რუსეთის ვიკიორდენი

რუსეთის ვიკიპროექტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.--დათო_დათო  , 21:36, 20 მაისი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, შეიხედეთ ყავახანაში ან პირადად მოგვმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს. – ნებისმიერ აქტიური რედაქტორები ვინ არიან? სად ვნახო? ისე რამდენიმე კითხვა დამებადა მაგ:რა ფუნქციას ასრულებს სტატიაში წითელი და ლურჯი რაღაცეები? სურათის შემოტანა თუ არის შესაძლებელი და ან საერთოდ რა უფლებები აქვს აქ მომხმარებელს? სულ ეს არის ჯერჯერობით რაც მაინტერესებს.იმედია გავიგებ..

მე რომ პირიქით გამიგონია:) (იგივე ცხონებული ჟვანიას სიტყვებისას არ იყოს). მე როგორც ვიცი, ეს კამათი დღესაც გრძელდება და საქართველოს არჩევანი ევროპა იყო. --გიორგი  , 17:38, 26 მაისი 2009 (UTC)პასუხი

მეც ჩავერთვები თუ შეიძლება :). ვიკიპედიაში ასეთ საკითხებს არ ვწყვეტთ, ეს გეოგრაფების საქმეა. და არც არაფერი ითვლება. ასეთ საკითხებში ვიკიპედია ყოველთვის ნეიტრალურია. საქართველო - ამ სტატიას თუ გადახედავთ, ამას ადვილად მიხვდებით. ერთპიროვნულად არსადაა ნათქვამი, რომ საქართველო ევროპაა, ან აზიაა. სტატიის ბოლოში კი ორი თარგია ჩასმული: {{ევროპის ქვეყნები}} და {{აზიის ქვეყნები}}. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტი აზიის ქვეყნების მმართველთა სიაშიც უნდა იყოს და ევროპის მმართველთა სიაშიც. :) — დათო პასუხი 17:48, 26 მაისი 2009 (UTC)პასუხი

დათოს ვეთანხმები და ვიტყვი რომ გეოგრაფებმა ასე გადაწყვიტეს რომ საქართველო აზიაა. ისე ჩვენ ისეთი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ადამიანებს რაც დადასტურებულია ოფიციალურად და არა ის რაც პოლიტიკოსებს სურს. გარდა ამისა კვიპროსიც ევროკავშირშია მაგრამ საერთოდ არაა ევროპა, უამრავი ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ (მ. შ. ჩვენი მეზობლის თურქეთის სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი). --ჯაბა ლაბაძე 18:15, 26 მაისი 2009 (UTC)პასუხი

თვითონ კამათი სხვა რაღაცამ გამოიწვია, უდა თუ არა იყოს საქართველო "ესროპის პრეზიდენტთა სიაში". მემგონი ნეიტრალიტეტის გამო უნდა იყოს. --გიორგი  , 18:17, 26 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, თუ არ გამიბრაზდები,საღამოს ლიტვის ვიკიპროექტთან დაკავშირებით მოგეხმარები :)--გიორგი  , 06:44, 30 მაისი 2009 (UTC)პასუხი


არა, რისი ბოდიში, პირიქით მადლობა ყურადღებისთვის..თუ რამე დამჭირდა აუცილებლად მოგმართავთ.--Ninuca0422 14:54, 31 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, იმედია ლიტვის პროექტის მოდერატორობაზე დაგითანხმებ.:)--გიორგი  , 15:26, 1 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კარგი გიორგი ეგრე იყოს. დაგეთანხმები. --ჯაბა ლაბაძე 15:41, 1 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კატეგორიების შესახებ

მგონი ტაძრებსაც არ ვაკეთებთ ცალკე მუნიციპალიტეტებით. პირდაპირ მხარეში ვსვამთ. როგორც ქალაქებს. თითო სტატია რომ არ იჯდეს. ალბათ გახსოვს წყალტუბოს ქალაქთან დაკავშირებით. კიდევ გადახედე კატეგორიებს. მგონი ასე ვაკეთებთ.--ცანგალა () 13:26, 2 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა ტაძრები მრავალი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტში, ქალაქი კი ერთი, მაქსიმუმ ორი. მაგრამ მაინც გადავხედავ კატეგორიებს. --ჯაბა ლაბაძე 13:28, 2 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მონღოლეთის პრეზიდენტები

მონღოლეთის პრეზიდენტებზე ვეცდები დავწერო, თან მითხარი ის ერთი რომელია შენ რომ დაწერ და დანარჩენ ორს დავწერ :) --დაიკო 09:29, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გასაგებია შენიშვნა :) შევასწორებ --დაიკო 09:31, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კარგი გავაკეთებ და თუ რამე პრობლემა გამიჩნდა გკითხავ. --დაიკო 09:35, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

შეკითხვა მაქვს ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირებით, ხო შეიძლება საბჭოთა ენციკლობედიისა და სხვადასხვა ენციკლობედიების გამოყენება თემის წერის დროს? --დაიკო 09:37, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

პერსონალიები

ლიტვის ვიკიპროექტში გიწერია პერსონალიები - რა ენაზეა? შემთხვევით პიროვნებებს ხომ არ გულისხმობ?--ცანგალა () 13:21, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

პასუხი ჩემს განხილვის გვერდზე გაგეცი.--ცანგალა () 18:17, 4 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

სურათების განლაგებასთან დაკავშირებით

გამარჯობა, მინდა გკითხო სურათებთან დაკავშირებით. რატომაა რომ ისინი ყოველთვის მარჯვენა მხარეს მიჯდება სტატიაში? მე ვნახე ზოგან ისინი მარცხნივ უზით, როგორ შეიძლება სურათი მეც ჩავსვა მარცხნივ? --დაიკო 19:06, 5 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:პუშკინისდაბდღე--გიორგი  , 16:33, 6 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

--გიორგი  , 15:41, 8 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

პასუხი

პასუხი დავწერე ჩემს განხილვის გვერდზე ქვეთავი ტერიტორიული ორგანო.--ცანგალა () 08:31, 9 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა, ეს სურათი გამომრჩა :)--გიორგი  , 04:37, 10 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

Project LT (ვიკიპედია:ვიკიპროექტი:ლიტვა)

Thanks for all. --Brox 19:58, 13 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

en:Georgian Constitution [1]

Can you creat in ka.wikipedia?... and I in Lithuanian Wikipedia (lt:Gruzijos Konstitucija :-) --Brox 20:29, 13 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, ერთი სათხოვარი მაქვს - არ დაგავიწყდეს ამ გვერდის განახლება ვიკიპედია:ორდენი/საერთაშორისო დამსახურებები, მე უკვე არ მახსოვს ლიტვის ორდენები ვის აქვს, ერთი ლეოს, და მემგონი კიდევ ერთი მიანიჭე ვიღაცას.:)--გიორგი  , 05:52, 18 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ე.ი. სწორედ მახსოვდა:) --გიორგი  , 05:55, 18 ივნისი 2009 (UTC)პასუხი


ჯაბა გილოცავთ!!!

თარგი:პასკალის დაბადების დღე ––– ფაილი:SoleteRayosÑajo.gif--(გ) 20:23, 18 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ეხლა ვნახე, რომ რუსეთის ეკლესიაში ცვლილებები შეიტანე. მე დიპტხი დავწერე, იმიტომ რომ ლექსიკონში ვერ ვნახე, როდესაც მასწავლებელს ვკითხე, Диптх ქართულად, მან მიპასუხა დიპტხი დიპტხიაო   ეხლა რომ ვნახე,მერე გუგლში შევიყვანე და მართლაც დიფტიქია. მადლობა  --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 12:01, 19 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მაინც მადლობა  --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:59, 19 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, დიდი მადლობა! შენს გულწრფელობას ამჯერად ვხედავ. რას იზამ, ყველა შენსავით საღად მოაზროვნე ვერ იქნება. პირადად მე აქ მუშაობას აღარ ვაპირებ! ამით არც მე დამაკლდება რამე და არც თქვენ! ზოგადად wikipedias კი ასეთი დამოკიდებულებით ძალიან ბევრს დააკლებთ! ისე, იმასაც გეტყვი, რომ შენს ნაწერში ისიც კარგად გამოჩნდა, ჩემმა დამოკიდებულებამ რამდენად გაგაღიზიანა. ლევანი, როგორც ვიკის მუშაკი ფენომენი იმ მხრივაა, რომ შეცდომებს არასოდეს უშვებს. თუ შეძლებ 1 მაგალითი მომიყვანო, მისი სტატია სტილისტურად გასამართი ყოფილიყოს, ან უბრალოდ ჩასასწორებელი გრამატიკული შეცდომების გამო?? მეეჭვება, ეს შეძლო. ლევანის განხილვის გვერდი ვნახე. მართალი ხარ ლევანი აქ საჭიროა. ცნობისთვის ლევანი მე არ ”ამყოლია” ზრდასრული ადამიანია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოიქცევა. მე კი აზრის შეცვლას არ ვაპირებ! კარგად ბრძანდებოდეთ, ბ. ჯაბა! Nino.shoshia 09:24, 20 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, აქაც იგივეს გიპასუხებ. დაშოშმინდი! პირადულში ნუ გადაგეზარდა!! აქამდე სირაქლემას პოზიციაში თუ მოგწონდა ყოფნა, ამჯერად მე გირჩევ ასე განაგრძო. მე რას გავაკეთებ, შენი საქმე არ არის!!! ლევანთან, თუ რამე გაურკვეველი დაგრჩა, შეგიძლია გაარკვიო. მას ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება!! ამით მოვრჩეთ. კარგად იყავი!! Nino.shoshia 18:15, 21 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჯაბა, ნუ მიაქცევ ყველას ყურადღებას, გააგრძელე მუშაობა, მე მეტს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ იგნორირებას გავუწევ მათ. მთავარია შენ ხომ იცი, რომ მართალი ხარ, ხო და დაანებე ყველაფერს ტავი, მადლობა ყველაფერთისთვის  --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:58, 21 ივნისი 2009 (UTC)პასუხი


ჯაბა, გვიან მოგაქციე ყურადღება. იმედია სიტუაცია უკვე განიტვირთა. ჩემი აზრით, პოლემიკისგან თავის შეკავება ჯობია, მცირე ხნით მაინც. წარმატებები. - ალ-ო      @ 22:06, 21 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში ქართულ ვიკიპედიაში საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით

 
გახდი ევროვიზიის პროექტის მონაწილე!!! აღმოაჩინე და დაწერე უფრო მეტი საერთაშორისო კონკურსზე!!! ჩვენი პროექტი შენ გელოდება!!! ვითანამშრომლოთ ერთად ვიკიპედიისთვის!  

--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 09:43, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოთ ჯაბა, კი ერთის დაწერა მართლა მომინდა და ალბათ, ამ დღეებში დავწერ. მადლობა რომ მითხარით. .--ლია 05:45, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ვიცი, რომ კარგი იქნება, მაგრამ საიდან მოვიტანო ინფორმაცია? (კი არ მეზარება სტატიის წერა) ბიბლიოთეკაში ეპარქიებზე მოვიძიე დღეს მასალა, თუმცა სულ ტყუილად..მხოლოდ ცაიშის საეპისკოპოსო ვნახე წიგნი და ახლა დავიწყებ ამ სტატიის წერას. კიდევ მოვიძიებ წიგნებს, აუცილებლად ვნახავ რამეს და ეპარქიების(არა მხოლოდ სამეგრელოს) წითელ ბმულებსაც გავალურჯებ (რა თქმა უნდა ჩემი ნება–სურვილით).--ლიკა 12:37, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

აბა ორივეს ვერ გავიყვანთ, თან რამდენიმე დღის წინ ამ სიტუაციისთვის საგანგებოდ პუნქტი ჩავწერე. პ.ს. ნიკას მადლობა, თორემ ბრიტანეთი გადიოდა:)--გიორგი  , 17:48, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

არა მგონია ეს არგუმენტად გამოდგეს.--ჯაბა ლაბაძე 17:49, 25 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობათ ჯაბა, მემგონი ამ ჩამოთვალსა და ამ ჩამონათვალს შორის რაღაც განსხვავებაა,აქაც ამ თარგშიც თარგი:საქართველოს ეპარქიები უფრო მეტი წითელი ბმულია.. იქნებ გადაგეხედათ..ისე როგორ ფიქრობთ, არ ჯობია ეპარქიების ჩამონათვალი ანბანის რიგის მიხედვით იქნეს დალაგებული?--ლიკა 10:13, 27 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

თარგი:ზაქარიაძე100წელი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 15:50, 30 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ტოპოგრაფიული რუკები თუ გაინტერესებს:)--გიორგი (გ) 17:51, 30 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

პირიქით შენ მადლობა !!!! ყველაზე კარგი ხემძღვანელი იყავი  . --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 20:41, 30 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

სოფლები

სოფლებზე სტატიებში შეიძლება ასეთი დაფების ჩასმა, მაგალითად ნახე ჩაისუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) --გრიგოლ 08:56, 2 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა, ნამდვილად გამომადგება..--ლიკა 05:03, 4 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ჯუმი სოფელი სხვა მემგონი არ არსებობს, იგივე სახელით (ჯუმით) არის მხოლოდ მდინარე იგივე მუნიციპალიტეტში. ხო, ერთი კითხვა მაქვს და იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი, კერძოდ აქ სოფლების ჩამონათვალში ერთიდაიგივე სოფლის სახელი ორჯერ წერია ერთ მუნიციპალიტეტში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა ორივეში განსხვავებულად არის აღნიშნული? იქნებ თქვენ იცოდეთ – ეს რას ნიშნავს? --ლიკა 18:40, 5 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ჯუმი – მრავალმნიშვნელოვანში ეწერა ჯუმი (ზუგდიდი) – ამოტომ მეც ასე გავაკეთე, თუმცა მომავალში მუნიციპალიტეტსაც მივუწერ. რაც შეეხება კითხვას, ეს 1) სოფელი ეწერი – წალენჯიხის რაიონში, და 2) ანალოგიური შემთხვევა ამჯერად ზუგდიდის რაიონში – სოფელი ჩხოუში. --ლიკა 18:59, 5 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

მადლობა..--ლიკა 19:22, 5 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

Jaba1977/არქივი 3-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.