პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა 1977 11:42, 22 მაისი 2017 (UTC)პასუხი

თარგი:ინფოდაფა ხმისჩამწერი ლეიბლი

რედაქტირება

გამარჯობა. ლეიბლების სტატიებში ვიყენებთ ამას - თარგი:ინფოდაფა ხმისჩამწერი ლეიბლი (საბედნიეროდ, გვაქვს) --Abandoner განხილვაწვლილი 06:19, 1 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

სტატიების ხარისხი

რედაქტირება

მხოლოდ მომავლისთვის - ასეთი სტატიები Aftermath Entertainment და Hittman (რეპერი) წესით და რიგით იშლება ადმინისტრაციის მიერ (ვინაიდან ამჟამად სხვა მიზნით შეიქმნა, ბუნებრივია, გადამუშავდება).

მიზეზი - პირველი სტატია დაწერილია ისე, თითქოს ითარგმნა ონლაინ თარჯიმნით. ჩვენთან ეს აკრძალულია. იხილეთ პირველი პუნქტი აქ - ვიკიპედია:სწრაფი_წაშლის_კრიტერიუმები#ზოგადი. თუმცა სხვა შემთხვევაში დასაშვებია - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხს გადაამოწმებს მომხმარებელი და შეცვლის ყველაფერს, რაც შესაცვლელია. ამჟამად კი წერია ძალიან გაუმართავი ენით.

ზოგი სახელი სავსებით შეიძლება გადმოვიდეს ქართულ ენაზე - მაგალითია დოუნ რობინსონი (სახელი და გვარია ჩვეულებრივი), კენდრიკ ლამარი. უამრავი ფსევდონიმი გადმოდის ტრანსლიტერაციის პრინციპით, მაგრამ არის ზოგი (მაგ. Stat Quo), რომელიც ორიგინალში რჩება.

ამასთან "რეპერი The Game-ი" (მაგალითად) არ არის სწორი - საკმარისია რეპერი The Game.

მუსიკალური ლეიბლების სახელებს დახრილი ასოებით არ ვწერთ. სასვენი ნიშნების პრობლემაც გაქვთ. „ამერიკული ლეიბლი რომელიც“, „მიზეზი კი იყო ის რომ“ - ასეთ შემთხვევებში რომ-ის და რომელიც-ის წინ მძიმეა საჭირო (იწერება ასე - , რომ და , რომელიც).

ხოლო რაც შეეხება მეორე სტატიას - — ცნობილია როგორც Hittman, იგი არის ამერიკელი, დასავლეთ სანაპიროს რეპერი, სიმღერების ავტორი, ჩანაწერის პროდიუსერი, მისი წარმოშობაა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. - ასეთი ერთმანეთზე მიყრილი წინადადებები არის მიუღებელი. ჩვენ ვმუშაობთ ვიკიპედიაში და არა Facebook-ში, სადაც ყველაფრის ნებისმიერი სახით წერა შეიძლება. ხარისხიანი შედეგისთვის აუცილებელია მშვიდად, მოთმინებით მუშაობა და კრიტიკული მიდგომა.

ბოლოს - ინფოდაფების შესახებ. თუ ადამიანი ფსევდონიმით გამოდის (მაგ. ემინემი) შემსრულებლის ინფოდაფის თავში მისი ნამდვილი სახელი არ იწერება. იწერება ის სახელი, რომლითაც წარმოდგენილია სტატია. ან იწერება ფსევდონიმი. თუ სტატიას ჰქვია Hittman, ესე იგი Hittman უნდა ეწეროს თავში.

და ფერების შესახებ. ჯგუფების სტატიებში ინფოდაფას ლურჯი ფერი აქვს, მაგრამ სოლო შემსრულებლების შემთხვევაში - წაიკითხეთ ეს - თარგი:ინფოდაფა მუსიკოსი/ინფო#ფერები. სოლო შემსრულებლები, რომლებიც მღერიან, უნდა გამოვყოთ ყვითელი ფერით ისეთი წესით, რომელიც ახსნილია ამ დოკუმენტაციაში. --Abandoner განხილვაწვლილი 08:58, 4 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

Stat Quo

რედაქტირება

Stat Quo რატომ არის გადატანილი Stat Quo (რეპერი)-ზე? აუცილებელი არ არის სტატიის გადატანა, როდესაც ამ სახელით მხოლოდ ერთი რაღაც არსებობს (ან ვინმე). Stat Quo-ს სახელით მხოლოდ ეს ადამიანია ცნობილი. არსებობს კიდევ ჯგუფი Status Quo, მაგრამ მისი სახელწოდება განსხვავდება. --Abandoner განხილვაწვლილი 07:37, 5 ივლისი 2017 (UTC)პასუხი