პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

H.McC. (მომწერეთ) 19:38, 19 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი


--H.McC. (მომწერეთ) 20:32, 20 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ელ.წიგნი

რედაქტირება
სტატიაში არა მხოლოდ უფასო ელ.წიგნის ბმულები უნდა იყოს მითითებული. სასურველია, იყოს ბმულები წიგნების მიმოხილვებზე, კრიტიკაზე, რაც ძირითადად იწერება ყველა სტატიაში. ვიკიპედია მხოლოდ ჩამოსატვირთი წიგნების საძიებელი არაა. გარდა ამისა - სტატია არ უნდა იყოს შექმნილი მხოლოდ იმისათვის, რომ წიგნის ბმული იდოს - არ უნდა იყოს 1-2 წინადადება და რესურსი წიგნის ბმულის სახით. უხეშად რომ ვთქვათ, სტატიას უნდა ეტყობოდეს, რომ საინფორმაციო მიზნით გაიხსნა და არა საიტის სარეკლამოდ. --H.McC. (მომწერეთ) 09:09, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
1. ენციკლოპედია ძალიან ბევრი მაქვს ნანაახი და იქ ხშირად ზუსტად 1-2 წინადადებიანი ინფორმაციაა იმიტომ რომ ენციკლოპედია მონოლოგია არაა. 2. აქ მე ბევრი "1 წინადადებიანი" გვერდი მინახავს! ვიკიპედიას ბევრი ადამინი ქმნის ერთად და სხვები დაამატებდნენ. რა არის აქ უცხო? 3. ეს რეკლამა რა დაგიჯინიათ? სხვა ბმულები რომ არის? ისინი რატომ არ წაშალეთ როგორც რეკლამა? არსებულ სტატიაში რომ დავამატე ბმული იმას ვგულისხმობ. წაშლის წესებში წერია "რეკლამა და მეტი არაფერი". რატომ ჩაითვანა უფასო წიგნი მეტი არაფრად? 4. მეც ბევრჯერ ჩამისვია საიტებზე ვიკიპედიის ლინკი და რა უნდა დაიბლოკოს ისინი სარეკლამო მოტივით?
აქვე მეც დავამატებ. პირდაპირი ვიქნები — ნუ გადაგვაყოლეთ ერთ ბმულს! აქ ხალხი დღე და ღამე ვმუშაობთ უფასო ენციკლოპედიის შექმნისათვის, თქვენ კი როგორც ჩანს არა მისი დარდი, არამედ თქვენი საიტის პოპულარიზაცია გამოძრავებთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ — თქვენი მხრიდან არასწორი საქციელი იყო, არსებული სხვა ბმულების უგულებელყოფა და თქვენი ბმულის მათ წინ, სულ თავში ჩასმა. კი ბატონო, ჩასვით, მაგრამ ბოლოში. — მიხეილ მიწერა 09:27, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
მე აღარ გაგიმეორებთ იმას რაც ერთხელ უკვე მოგწერეთ და არც "ნუ გადაგვაყოლეთი" მოგმართავთ. მაგრამ თქვენით იმსჯელეთ. როცა მე ვიკიპედიაში შევდივარ(და ამას ხშირად ვაკეთებ), მუსიკოსის გვერდზე ბოლოს მის მუსიკას ვეძებ და თუ ვერ ვპოულობ იმ გვერდს გამოუსადეგრად თვლი, მხატვრის ინფოს ნახვის შემდეგ ხომ მის სურათებს დავუწყებ ძებნას და მწერლის შემთხვევაში წიგნს. ასეა ვიკიპედიას აქვს გარე ლინკების ნაწილი რომელსაც მე ველოდები რომ გამოსადეგი იქნება როცა გვერდზე შევდივარ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Alex1q (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

საკუთარ თავზე ნუ ცდილობთ ვიკიპედიის მორგებას. და ახალ სტანდარტებს ნუ ამკვიდრებთ. იქნებ ისიც თქვათ, რომ ფილმის სტატიის ბოლოს ფილმის ჩამოსატვირთი ბმულის ხილვას ელით? --H.McC. (მომწერეთ) 11:09, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არაფერ ახალს არ ვამკვიდრებ. ადრეც დავწერე რომ შერლოკ ჰოლმსის ინგლისურ ვერსიაში ზუსტად ელ-წიგნებზე არის ბმული და ასე შემდეგ. რეჟისორის გვერდზე მისი ფილმების ლინკები იქნებოდა სწორი შედარება. და დიახ იქნებოდა ბევრად უკეთესი (for full experience). თუცა ფილმების უმრავლესობას კოპირაითი იცავს და არ გამოდის მაშინ როცა წიგნების უმრავლესობის კოფირაითი ვადაგასულია და ამიტომაც არსებობენ პროჯეკტ გუტენბერგი და მისთ.--Alex1q განხილვაწვლილი 12:23, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მაგაშია საქმე. უბრალოდ გაუგებარია ცალკე შემთხვევებში, რას გულისხმობთ "მუსიკოსის გვერდზე ბოლოს მის მუსიკას ვეძებ"-ში და ასეთებში. for full experience ყველას გვინდა, მაგრამ წესი ასეთია და ვრცელდება ძირითად მასალებზე. მაქსიმუმი, რასაც ვუთითებთ - ოფიციალური გვერდები, ოფიციალური Youtube არხები, ტვიტერები და ა.შ. ფილმების შემთხვევაშიც ასეა - არავითარი ბმულები ჩამოსატვირთ ფაილებზე, მაქსიმუმ - სარეკლამო ტრეილერი, ფილმის მიმოხილვა, შეფასება და ა.შ.

სტატია ნაწარმოების უნდა იყოს ასეთი - მინიმუმ 3 გამართული წინადადება, რომელიც აღწერს ნაწარმოებს + რესურსები ინტერნეტში, სადაც პრიორიტეტული არის ნაწარმოების შესახებ სხვა რესურსები (კრიტიკული აზრები, გარჩევა და ა.შ.) ჩამოსატვირთი წიგნების სექცია ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, მაგრამ დასაშვებია, თუკი თავად სტატია ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას და არა მხოლოდ საიტის რეკლამას. როდის იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხმარებელმა სტატია შექმნა რეკლამისათვის?

თუ სტატია არის ასეთი სახის:

გლახის ნაამბობი - ილია ჭავჭავაძის მოთხრობა.

== რესურსები ინტერნეტში ==

* [წიგნის ბმული]

აშკარაა, რომ სტატია ეწევა რეკლამას. მით უმეტეს, როდესაც ვინმე შექმნის მსგავს სტატიებს ზედიზედ. ასეთი სტატიები და ბმულები წაიშლება. მიზეზი: 1 წინადადება და უბრალოდ ბმული წიგნზე (დიდი ხანია, გვაქვს სტანდარტები 3 წინადადებიან სტატიებზე და თუ ძველ სტატიებში 1 წინადადება არის, უნდა შესწორდეს)

ხოლო თუ მასში წერია:

გლახის ნაამბობი - ილია ჭავჭავაძის მოთხრობა. დაიწერა ამა და ამ წელს. აღწერილია ესა და ეს.

== რესურსები ინტერნეტში ==

* კრიტიკული მიმოხილვა პრესაში * გარჩევა * [წიგნის ბმული]

მაშინ უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს მხოლოდ საკუთარი საიტის რეკლამა არ ამოძრავებს. ასეთი სტატიები და ბმულები არ წაიშლება. თუ საუბარია ჰოლმსის სერიის ნოველაზე, პრიორიტეტულია არა მხოლოდ ქართულენოვანი, არამედ ინგლისურენოვანი ბმულებიც, იგივე გუტენბერგის ბმული. თუ ეს არის ნაწარმოები, რომელზეც უფრო მეტი ბმული არსებობს, მაშინ უპრიანი იქნება მათი მითითებაც. --H.McC. (მომწერეთ) 12:40, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

თუ დააკვირდით მეც ზუსტად მაგი დავწერე რომ საავტორო უფლებები იცავს და ფილმებზე იგივე არ გამოვა თქო. და ნაწარმოებზე ზუსტად ასე ხდება მეთქი.
ჩემი სტატია მართლაც პატარა იყო. თუმცა არა 1 წინადადება ზემოთ აღნიშნულ სტილში. 2 წინადადება ალბათ. ეხლა წაშლილია და ვერ ვნახულობ. და ეწერა რომ "ალისფერი კვალი" არის პირველი ნოველა რომელიც გვაცნობს შერლოკ ჰოლმს რომელიც გახდება შემდგომში ყველაზე ცნობილი დეტექტიური ლიტ. გმირი... ანუ რაც ენციკლოპედიური ცოდნისთვის აუცილებლად ჩავთვალე.

მეორე საკითხია როცა უკვე არსებულ სტატიაში დავამტე ბმული ისევე როგორც სხვა მბულებია. თან დასაშვებია როგორც თქვენს პოსტში წერია. მაგალითად ლიბ.გე-ს ბმულია, სხვათაშორის მკვდარია ის ბმული და იმას არავინ შეხებია და ჩემი ბმული წაიშალა. იგივე ლიბ.გე-ზე მთელი ტექსტი დევს რაც SEO-სთვის უკეტესია ვიდრე ფაილი რომელიც ჩემ გერდზე დევს ეს რაც შეეხება კომერციას. რიუნოსკე აკუტაგავა-ს გვერდზე დავამატე მემგონი თან ისე რომ თუ ნებისმიერი სხვა მომხმარებელი გადაწყვეტს წიგნი სხვას გაუზიაროს ისიც აისახებოდა. ჩემს ადგილას თქვენ არ გაგიჩნდებოდათ კითხვა რატომ არ ითვლება ლიბ.გეს ლინკები კომერციად ჩემისგან განსხვავებით.--Alex1q განხილვაწვლილი 14:03, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
თუ ის ბმული მკვდარია, ამოსაშლელია (ან ჩასასწორებელია). თქვენსას რაც შეეხება, ჩაამატეთ, სადაც შეიძლება, მაგრამ დაუკვირდით, ის პირველად ბმულები ხომ არ აქვს სტატიებს და ისე ჩასვით, ბოლოსკენ. --H.McC. (მომწერეთ) 14:08, 3 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

შეცდომები

რედაქტირება

სალამი. ვიკიპედიას არ ეხება და უბრალოდ იქნებ გაასწოროთ. შეცდომები გაქვთ გვერდებზე. მაგალითად, წიგნის ჩამოწერის გვერდზე გიწერიათ:

„შდით ან დარეგისტრირდით მიმოხილვის გასაკეთებლა

ქართულად სწორია 'იარლიყი', იარლიკი რუსულია.

რეგისტრაციის გვერდზეც აკლია რაღაცეები ან არასწორი ასოა („რომ არ შეგეშალო შემთხვევით“)

და კიდევ - ეს რეგისტრაცია რისთვის არის თუ წიგნები უფასოა (რაღაც რომ წერია ფასებზე)? --H.McC. (მომწერეთ) 09:30, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვეცდები შეცდომები გასწორდეს. მადლობთ შენიშვნისთვის. ფასიანი არის ვიდეო ტუტორიალების ნაწილი. წიგნების გადმოწერას რეგისტრაცია არც კი სჭირდება. --Alex1q განხილვაწვლილი 12:32, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა.   --H.McC. (მომწერეთ) 12:37, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი