პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა ლაბაძე 19:03, 26 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სავარჯიშო

რედაქტირება

სალამი. კარგია, რომ სავარჯიშოს იყენებთ, მაგრამ სავარჯიშო არის ეს (ანუ „მომხმარებელი:არჩილი/სავარჯიშო“ და არა ის, რომელიც თქვენ შექმნით. --H.McC. (მომწერეთ) 20:47, 26 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ჰენრის. მე გადავიტანე სწორ სათაურზე შენი შექმნილი სავარჯიშო, იქ ივარჯიშე. გარდა ამისა მინდა იცოდე, რომ აბზაცებს ვიკიპედიაში არ ვაკეთებთ თავისი კლასიკური ფორმით, აბზაცი აქ ღილაკ Enter-ზე ორჯერ დაწკაპებაა, რომელიც ადგილს ტოვებს აბზაცსა და აბზაცს შორის. აბა გადახედე შენს სავარჯიშოს და მიხვდები. წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 03:18, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მუსიკა

რედაქტირება

სალამი. მე მუსიკის თემებზე ვმუშაობ ძირითადად, აქ 2006 წლიდან ვარ და სიამოვნებით დაგეხმარები ყველაფერში, რაც დაგაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.   შენს სტატიასაც კოლექტიურად გავმართავთ ისე, რომ ვიკიპედიის პრინციპებს ყველანაირად შეესაბამებოდეს. --H.McC. (მომწერეთ) 14:21, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

რჩევა

რედაქტირება

სალამი. „" We Are Young " — არის სიმღერა,“ - ყოველი შემთხვევისათვის აგიხსნი. შემოვიღეთ სტანდარტები უკვე დიდი ხანია და 'არის'-ს არ ვიყენებთ. ვწერთ ასე:

We Are Young — მომღერალ ასეთი და ასეთის სიმღერა, ჩაწერილი ამა და ამ წელს (ან რაღაც მსგავსი). --H.McC. (მომწერეთ) 11:02, 30 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სექციების თანამიმდევრობა

რედაქტირება

გამარჯობა არჩილ, სექციების თანამიმდევრობაზე გაამახვილე ყურადღება, სქოლიო სულ ბოლოში უნდა იყოს. ჩაასწორე სავარჯიშოში. --ჯაბა ლაბაძე 12:37, 30 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მუსიკოსების ნავდაფები

რედაქტირება

კიდევ ერთ მითითებას დავტოვებ - როდესაც მუსიკოსებზე ვწერთ, ნავდაფები (ანუ ამ შემთხვევაში თარგი:Fun) კეთდება უკვე მზა, აი ამ თარგის საფუძველზე (რომელიც ეხება მუსიკალურ ჯგუფებსა და სოლო-შემსრულებლებს) და თუ დაგჭირდება შემდგომში, ეს მოდელი გამოიყენე. თარგი:Fun უკვე შევცვალე შესაბამისი სტანდარტებით.   --H.McC. (მომწერეთ) 12:53, 30 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

განსხვავებები ჩვენს რედაქტირებებს შორის. რაღაცეები გავასწორე. --H.McC. (მომწერეთ) 17:58, 30 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

რჩევა

რედაქტირება

სალამი. მხოლოდ რჩევა წინადადების წყობაზე:

„მაკდონალდმა დაიწყო სიმღერების წერა მისი მეორე ალბომისთვის“

აქ „მისი“ საერთოდ ზედმეტია. --H.McC. (მომწერეთ) 09:58, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

  • ტერმინს Live ალბომი არ ვიყენებთ ჩვენს ვიკიპედიაში. აქ ვწერთ 'ცოცხალი ალბომი'
  • სინგლი და უბრალოდ სიმღერა სხვადასხვა რამეა. როდესაც წერია, რომ სინგლია, ვწერთ 'სინგლი', 'სინგლები'. --H.McC. (მომწერეთ) 12:20, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მითითება

რედაქტირება

არ გეწყინოს, მაგრამ მხვდება შეცდომები შენს სტატიაში, რომლებიც მართლწერას უკავშირდება. აი ეს ორი შეცდომაც:

შეცდომა სწორი
ფეღბურთი ფეხბურთი
მაშტაბით მასშტაბით

საერთოდ, როდესაც ალბომებზე/სინგლებზე წერ, იწერება, რომ ისინი 'გამოვიდა', 'გამოიცა' და არა გავრცელდა. ასე იწერება სწორად. --H.McC. (მომწერეთ) 14:45, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

განსხვავებები

რედაქტირება

იხილე, თუ რა განსხვავებებია ჩვენს რედაქტირებებს შორის. მიაქციე ყურადღება საერთოდ ენის გამართულობას. --H.McC. (მომწერეთ) 16:46, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

  კვლავ არ ითვალისწინებ მითითებებს. სამწუხაროდ, წერ გაუმართავი ენით. გაქვს შეცდომები არა მხოლოდ ზოგადად წინადადებების წყობაში, არამედ უბრალო შეცდომებიც - მაგალითად 'ბარიან' ბრაიანის მაგივრად. სტატიას დაწერის შემდეგ მიგდება არ შვენის.

რა განსხვავებებია ჩვენს რედაქტირებებს შორის.

--H.McC. (მომწერეთ) 21:58, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი