მოლოპო (ინგლ. Molopo River, აფრ. Moloporivier) — მდინარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ბოტსვანაში. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 970 კმ-ს. აუზის ფართობი — 367 201 კმ² (მოლოპოს აუზი მოიცავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთს (აუზის მთელი ფართობის 30 %), ბოტსვანის სამხრეთს (37 %) და ნამიბიის აღმოსავლეთს (33 %))[1].

მოლოპო
ინგლ. Molopo River
აფრ. Moloporivier
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
სიგრძე 970 კმ
აუზის ფართობი 367 201 კმ²
მოლოპო — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოლოპო
მოლოპო
— სათავე, — შესართავი
მოლოპო ვიკისაწყობში

სათავე მდებარეობს ქალაქ გროტ-მარიკოს და ქალაქ ლიხტემბურგს შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში და თავიდან მიედინება დასავლეთისკენ, ხოლო შემდეგ — სამხრეთ-დასავლეთისკენ. შუა დინების ადგილას ჩამოყალიბებულია სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანას შორის[2]. მდინარეული ჩამონადენი არ არის მუდმივი. საკმაოდ დიდი ნალექების შემთხვევაში მოლოპო ჩაედინება ორანჟის მდინარეში, ნამიბიასთან არსებულ საზღვართან ახლოს. მოლოპოს ყველაზე უფრო დიდი შენაკადია — მდინარე ნოსობი (მარჯვენა), მეორე დიდი შენაკადია — მდინარე კურუმანი (მარცხენა)[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Review of the Molopo-Nossob Basin for Rural Communities including Assessment of National Databases at the Sub-basin Level for Possible Future Integration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2016-07-31.
  2. Molopo River in Britannica
  3. Molopo Tributaries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2016-07-31.