მოკლეკუდა სცინკი (ლათ. Tiliqua rugosa) — ხვლიკი სცინკისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35–36 სმ. ტანი მასიურია, აქვს დიდი თავი და მოკლე კუდი, დაფარულია სქელი ხორკლიანი ქერცლით. შეფერილია ზეთისხილისფერ ან წითელ-ყავისფერ ტონებში. გავრცელებულია ავსტრალიის ბუჩქნარიან სტეპებში და ნახევარუდაბნოებში. თხრის არაღრმა ჰორიზონტალურ სოროებს. იკვებება ბალახოვანი მცენარეების ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით, მწერებით და ლოკოკინებით, რომლებსაც ნიჟარებიდან მასიური კბილების დახმარებით აცალკევებს. მოკლეკუდა სცინკისათვის დამახასიათებელია ნამდვილი ცოცხლადშობა, პლაცენტის განვითარებით. მარტში შობს 2–3 ნაშიერს.

მოკლეკუდა სცინკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tiliqua rugosa (Gray, 1825)
სინონიმები
  • Trachydosaurus rugosus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 109481513

ლიტერატურა

რედაქტირება