პლაცენტა (ლათ. placenta — კვერი) — ძუძუმწოვრების, აგრეთვე ზოგიერთი ქორდიანის და უხერხემლოების რთული წარმონაქმნი, რომელიც აკავშირებს ნაყოფსა და დედის ორგნიზმს ორსულობისა ან მაკეობის დროს. პლაცენტით ნაყოფი დედის ორგანიზმიდან იღებს ჟანგბადს, საკვებსა და სხვა საჭირო ნივთიერებებს, მას კი გადასცემს ნახშირორჟანგს, დაშლის პროდუქტებსა და მისთ. თვით პლაცენტაში ხდება იმ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც აუცილებელია როგორც ნაყოფისათვის, ისე დედის ორგანიზმისათვის. პლაცენტა არეგულირებს ნივთიერებათა შეღწევას ნაყოფში; მაგრამ ნაყოფისა და დედის სისხლი არასოდეს ერევა.

პლაცენტას შეადგენს ნაყოფის გარსის (ქორიონი) უბანი და საშვილოსნოს კედლის გარსის (ენდომეტრიუმი) უბანი, რომელიც ჰორმონების გავლენით ძლიერაა შეცვლილი.

რაკი პლაცენტას ორი სხვადასხვა ორგანიზმის ნაწილები ქმნიან, მას ორგანო არ შეიძლება ეწოდოს.

ადამიანის პლაცენტა

რედაქტირება
 

ადამიანის პლაცენტა წარმოიქმნება ქორიონის — ხაოიანი და მასთან შეზრდილი საშვილოსნოს მოსავარდნი გარსებისაგან. დღესრული ნაყოფის პლაცენტა ბრტყელი მომრგვალო სხეული. პლაცენტა თითქოს ერთდროულად ასრულებს ფილტვების, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას.

ლიტერატურა

რედაქტირება