მკრთალი ცრუყაზახა (ლათ. Pseudomuscari pallens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მცირე ზომის, უნაყოფო, თითქმის მჯდომარე ყვავილები; მოკლე, თავდაკიდებული, ყუნწიანი სანაყოფე ყვავილები. მილისებურ-ოვალური, თეთრი ან ოდნავ ცისფერი ყვავილსაფარი. მოკლე და ოვალური მტევანი. ვიწრო, ხაზურ-ძაფისებრი, სიგრძით ღეროსოდენა ან ოდნავ გრძელი და ღარიანი ფოთლები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. საქართველოში სპორადულად გვხვდება თითქმის ყველგან. იზრდება მთის შუა, სუბალპურ და ალპური სარტყლებში — მდელოებზე, ხალებზე, კლდის ნაპრალებში, კირქვიან გაშიშვლებებსა და ნაზვავებზე.[1] ზოგიერთი წყაროს მიხედვით შედის ყაზახას (Muscari) გვარში.[2]

მკრთალი ცრუყაზახა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ცრუყაზახა
სახეობა:  მკრთალი ცრუყაზახა
ლათინური სახელი
Pseudomuscari pallens (M.Bieb.) Garbari, 1970
სინონიმები
  • Muscari pallens (M.Bieb.) Fisch., 1812
  • Hyacinthus pallens M.Bieb., 1808
  • Bellevalia pallens (M.Bieb.) 1871
  • Botryanthus pallens (M.Bieb.) Kunth, 1843
  • Muscari stoloniferum Kharkev., 1954
  • Scilla dalmatica J.Presl ex Avé-Lall., 1846
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 68.
  2. Muscari pallens. International Plant Names Index (2017). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2021