მიჰრან მესრობიანი
მიჰრან მესრობიანი (სომხ. Միհրան Մեսրոպեան; დ. 10 მაისი, 1889 — გ. 21 სექტემბერი, 1975) — სომეხი-ამერიკელი არქიტექტორი, რომლის კარიერა ორმოცდაათ წელზე მეტხანს გაგრძელდა. კონსტანტინოპოლის სამხატვრო აკადემიაში განათლების მიღების შემდეგ, მესრობიანმა დაიწყო მუშაობა, არქიტექტორად მუშაობდა სმირნაში და კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლში ყოფნისას მესრობიანი იყო ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის, მეჰმედ V- ის სასახლის არქიტექტორი.
მიჰრან მესრობიანი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 10 მაისი, 1889 |
დაბ. ადგილი | აფიონ-ყარაჰისარი |
გარდ. თარიღი | 21 სექტემბერი, 1975 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩევი-ჩეიზი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა | აშშ |
მნიშვნელოვანი პროექტები | The St. Regis Washington, D.C. |
პირველი მსოფლიო ომის დროს მესრობიანი გაიწვიეს ოსმალეთის ჯარში. იგი მონაწილეობდა გალიპოლის კამპანიაში და მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსების წინააღმდეგ, კავკასიის კამპანიის დროს. ამ პერიოდში დაიწყო სომეხთა გენოციდი და მისი ოჯახი მის მშობლიურ აფიონ-ყარაჰისარში გადაასახლეს, რომელთა შესახებ მას შემდეგ, არავის არაფერი სმენია. მესრობიანმა გენოციდის გამო დაკარგა მისი ოჯახის თხუთმეტი წევრი. ტყვედ ჩაუვარდა არაბებს, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს თომას ლოურენსის დახმარებით.
მესრობიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციით 1921 წელს წავიდა და გახდა ცნობილი არქიტექტორი ვაშინგტონის შტატში. ის გახდა ვაშინგტონის დეველოპერის ჰარი უორდმენის მთავარი არქიტექტორი. მისი არქიტექტურის დიდი ნაწილი შესრულებულია არტ დეკოს სტილში, თუმცა მისი რამდენიმე პროექტი გაკეთებულია იტალიური რენესანსისა და მოდერნის სტილშიც. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: ჰეი-ადამსის სასტუმრო, დიუპონის წრის შენობა, სასტუმრო კარლტონი, სედვიკის ბაღები, კალვერტის მანორი და გლებე ცენტრი .
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგამოჩენილი სომეხი არქიტექტორი, მიჰრან მესრობიანი დაიბადა 10 მაისს, 1889 წელს აფიონ-ყარაჰისარჩი, ოსმალეთის იმპერიაში. მამამის გასპარი, ხოლო დედამის მირიამი ერქვა, ისინი მევაჭრეები იყვნენ. [1] მიჰრანის უახლოესი ოჯახი სამი ძმისა და ერთი დისგან შედგებოდა. მესრობიანების ოჯახი ცხოვრობდა აფიონ-ყარაჰისარში და ვაჭრობდნენ ოპიუმითა და მარცვლეულით.
მიჰრან მესრობიანი დადიოდა ადგილობრივ საჰაკიან სომხურ სკოლაში, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის განათლებას. მას პატარ ასაკში უკვე შეეძლო ხატვა. ჯერ კიდევ სწავლის დროს მან შეძლო თავისი ნიჭის განვითარება, მიიღო განათლება ხელოსნობაში, მათემატიკაში, ხატვასა და მშენებლობაში. აქ ასევე ისწავლა სხვადასხვა ენა, მათ შორის ფრანგული, თურქული, სომხური და ინგლისური, ამ ყველაფერმა რაღა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე.
თხუთმეტი წლის ასაკში მიჰრან მესრობიანის ნიჭი ხატვასთან დაკავშირებით შენიშნა მამამ, რომელმაც შემდეგ იგი კონსტანტინოპოლში გაგზავნა სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. მან იმდენად კარგად ჩააბარა გამოცდები, რომ პირველი კურსის ნაცვლად მეორე კურსზე დაიწყო სწავლა. რის შედეგადაც, ნაცვლად ხუთისა, მას უნივერსიტეტში სულ 4 აკადემიური წლის გატარება მოუხდა. 1908 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ მესრობიანმა თანაკლასელთან ერთად წამოიწყო სამშენებლო ფირმა. თუმცა, ფირმა წარუმატებელი აღმოჩნდა და მესრობიანი შემდგომ გადავიდა სმირნაში (დღევანდელი იზმირი).
სმირნაში 1912 წლამდე დარჩა, შემდეგ კი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლში მესრობიანი დაინიშნა ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ V-ის სასახლის მთავარ არქიტექტორად.[2][3][4] მას რამდენიმე სასახლის რესტავრაცია დაევალა, მათ შორის იყო დოლმაბაჰჩე.[5][6] გარდა ამისა, პასუხისმგებელი იყო ქალაქის რამდენიმე შენობის რესტავრაციაზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mihran Mesrobian: Another Armenian Soldier of Gallipoli. Armenian Genocide Museum-Institute (25 September 2014).
- ↑ Forgey, Benjamin (14 November 1987). „Return of An Old Glory; Restoring the Dupont Circle Building“. The Washington Post. p. d01.
- ↑ Bakshian, Aram (March 2013). „A Stone's Throw From the White House“. The Armenian Spectator. 46 (2): 44–45. ISSN 0148-8414.
- ↑ Mesrobian Hickman, Caroline (May – June 1983). „Mihran Mesrobian (1889–1975): Washington Architect“. Design Action. 2 (3): 1–4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Architects. Wardman's Washington.
- ↑ Mihran Mesrobian Call Box. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2021.