მიხეილ ჯომარჯიძე
მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე (დ. 1822 — გ. 1889) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტანტი და სამხედრო საბჭოს წევრი.
მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1822 |
გარდაცვალების თარიღი | 1889 |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1840 — 1889 |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
სამსახურიდან გადადგომა | 1889 |
სამხედრო სამსახური დაიწყო 1840 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკის ჩინით. 1848 წელს გადაეცა ოქროს ხმალი სიმამაცისთვის. 1853-1857 წლებში იყო ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე; 1857-1860 წლებში პერეიასლავის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაური, 1860-1863 წლებში ამავე პოლკის მეთაური, 1863-1868 წლებში სამხრეთ დაღესტნისა და დერბენტის სამხედრო ოლქის უფროსი, აგრეთვე დერბენტის ქალაქისთავი. 1868-1874 წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. 1874-1876 წლებში იყო კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი. 1876-1886 წლებში მეთაურობდა კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს. 1886 წლიდან იყო სამხედრო საბჭოს წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 571.