მიხეილ ჯაფარიძე
მიხეილ ვიქტორის ძე ჯაფარიძე (დ. 3 თებერვალი, 1906, სოფელი ხრეითი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 6 მაისი, 1964, თბილისი) — ქართველი დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლა დაიწყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და დაამთავრა თბილისში 1925 წელს საშუალო სასწავლობელი. პარალელურად მეცადინეობდა „პროლეტკულტის“ თეატრალურ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა თბილისის მუშათა თეატრში. 1927 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. 1938 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში რეჟისორად და მსახიობად. პირველი ლექსები 1924 წელს გამოაქვეყნა. შემდეგ გაიტაცა დრამატურგიამ და მტელი სიცოცხლე ამ ჟანრს ემსახურებოდა. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის, მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქებსა და კულტურის სახლებში.
დრამატურგის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ჟამთაბერის ასული“, „მეზობლები“, „ჩვენებურები“, „ბუღარა“ და სხვები. მან თანრგმნა აგრეთვე ვიშნევსკის, ტრენიოვის, პოპოვის პიესები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ევგენია პეტრეს ასული ბარბაქაძე (დ. 2 დეკემბერი, 1905, ხაშური — გ. 23 ნოემბერი, 1966, თბილისი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 429, თბ., 1994