მიხეილ ჭანიშვილი (დ.1897, ქუთაისი — გ. დაახლ. 1944) — ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

მიხეილ ჭანიშვილი
დაბადების სახელი მიხეილ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი 1897
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი დაახლ. 1944
ეროვნება ქართველი
განათლება ქუთაისის რეალური სასწავლებელი
საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სადაც გამოსცემდა ხელნაწერ გაზეთს „ჩვენი ზარი“. 1914-1917 წლებში სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1918-1921 წლებში იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის აქტიური წევრი. 1918 წლის ნოემბერში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის სიით მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა კრების წევრი ვერ გახდა. 1918-1921 წლებში სოციალისტ-რევოლუციონერთა გაზეთ „შრომაში“ აქვეყნებდა სტატიებს ფსევდონიმით „MIchel“. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. სხვა სოციალისტ-რევოლუციონერებთან ერთად გამოსცემდა არალეგალურ გაზეთ „იმედს“. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ „ჩეკამ“ დააპატიმრა, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო გაათავისუფლეს. 1925-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1934 წელს კვლავ დააპატიმრეს. მოგვიანებით გადაასახლეს მაგადანში. შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 526.
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 123

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება