სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შრომა.

„შრომა“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1881-83 წლებში ქუთაისში (ქუთაისში გამოცემული პირველი ქართული გაზეთი), პროგრ. ახალგაზრდობის ორგანო, რომელიც იდგა ეროვნული განთავისუფლების პოზიციაზე. სულ გამოვიდა 90 ნომერი. რედაქტორი — დიმიტრი დადიანი, გამომცემლები — დ. დადიანი, დ. ნაზაროვი.

სულ გამოვიდა გაზეთის შემდეგი ნომრები:[1]

  • 1881: №1 (2.IX) — №17 (23.XII), თითო 4 გვ.
  • 1882: №1 (6.I) — №49 (15.XII)
  • 1883: №1 (5.I) — №24 (23.VI)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 9.