იმედი (გაზეთი)
„იმედი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალურ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908 წელს გაზეთ „ეკლის“ ნაცვლად. გამოვიდა სულ 14 ნომერი. გაზეთში სხვა მასალებთან ერთად დაბეჭდილია ლევ ტოლსტოის ზოგიერთი მოთხრობა და სტატიები. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. რედაქტორი-გამომცემელი — ი. გაჩეჩილაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112.