ეკალი (გაზეთი)
„ეკალი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტუკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა თბილისში 1908 წელს. გამოვიდა 32 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი — პ. გაჩეჩილაძე. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 62.