სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.

მიხეილ არჩილის ძე ჩხიკვაძე (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1903, სოფელი ანანური, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 22 თებერვალი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი არქიტექტორი, პროფესორი. სკკპ წევრი (1941) და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1967).

მიხეილ ჩხიკვაძე
დაბ. თარიღი 19 მაისი (1 ივნისი), 1903
დაბ. ადგილი ანანური
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1987(1987-02-22) (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია კუკიის სასაფლაო
საქმიანობა არქიტექტორი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
კუკიის სასაფლაო. შუაში მ. ჩხიკვაძე და მისი მეუღლე ა. ჩხიკვაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ჩხიკვაძე დაიბადა 1903 წლის 19 მაისს ანანურში მედავითნის ოჯახში. მამა — არჩილ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე, დედა — ელისაბედ (ლიზა) გულაშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1917 წელს გადავიდა მამასთან თბილისში, რომელიც შავმუშად მუშაობდა ტრამვაის ტრესტში. აქ მან განაგრძო სწავლა საშუალო სკოლაში. 1920 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მას, როგორც უფროს ვაჟს ოჯახის შესანახად მუშაობაც უწევდა. 1922-1930 წლებში წავლობდა საქართველოს სამხატვრო-ტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1927 წლიდან ის უკვე არქიტექტურულ ასპარეზზე გამოდის. მისი მოღვაწეობა საქართველოთი არ იფარგლება. მისი პროექტით განხორციელდა რადიოსადგურის შენობა ბაქოში (1926); განახორციელა საცხოვრებელი სახლის გაფორმება მოსკოვში, რომლის პროექტი არქიტექტორ ბარხინს ეკუთვნოდა (1940) და სხვა. კონკურსებში მისი არაერთი პროექტი I პრემიით იყო შეფასებული. 1951-1955 წლებში მონაწილეობას მიიღო ხრამჰესის, ზაჰესისა და რიონჰესის ნაგებობათა დაპროექტებასა და მშენებლობაში.

პრაქტიკული შემოქმედებითი სამუშაოს გარდა ის ნაყოფიერად მუშაობდა თეორიული განხრითაც. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურულ ფაკულტეტზე, რომლის კათედრის გამგეც იყო 1948-1973 წლებში.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის საკავშირო არქიტექტურის კადემიაში, ასპირანტურაში სწავლების პერიოდში 1937-1941 წლებში. მაშინაც და შემდგომაც ის დიდ ინტერესს იჩენდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის მიმართ. მის მიერ გაკეთებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ძეგლების ასობით აზომვა. განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ფასეულობებზე. ცდილობდა თავის შემოქმედებაში არქიტექტურული მემკვიდრეობითი განვითარების ხაზი გაეტარებინა.

მ. ჩხიკვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. იგი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია. 1967 წლის 18 ნოემბერს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორის წოდება.

გარდაიცვალა 1987 წლის 25 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

მშენებლობა

რედაქტირება
  • საცხოვრებელი სახლები, ზაგესი, 1924.
  • რადიოსადგურის შენობა ქ. ბაქოში (1926).
  • სასტუმრო, ლენინაკანი, 1927.
  • ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, აქსტაფა, 1929.
  • რიონჰესის სახლი, ქუთაისი, 1938.
  • საცხოვრებელი კომპლექსი ხრამჰესის მშებისათვის, თბილის 1938.
  • დრამატული თეატრის შენობა ქ. გორში (1938 შ. თავაძესთან ერთად).
  • არქიტექტორ ბარხინის საცხოვრებელი სახლის გაფორმება, მოსკოვი, 1940.
  • თეატრის შენობა, ქუთაისი, 1946.
  • ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, ქუთაისი, 1946.
  • ვ. ლენინის მონუმენტის პრედესტალი, სტალინირი, 1947.
  • ი. სტალინის მონუმენტის პრედესტალი, ქუთაისი, 1948.
  • დრამატული თეატრის შენობა ქ. ჭიათურაში (1949 კ. ჩხეიძესთან ერთად).
  • გ. ერისთავის მონუმენტის პრედესტალი, გორი, 1950.
  • საცხოვრებელი სახლი ვაგზლის ქუჩაზე, თბილისი, 1953.
  • საცხოვრებელი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისი, 1951.
  • გენერატორის ნაგებობა, ხრამჰესი, 1952.
  • დრამატული თეატრის შენობა ქ. სოხუმში (1952) — საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (12.12.1952).
  • საქნახშირის შენობა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია) ქ. თბილისში (1953 კ. ჩხეიძესთან ერთად).
  • ზაჰესის მოსაბრუნებელი ნაგებობის რეკონსტრუქცია, 1955.
  • Архитектура ИМЭЛ в г. Тбилиси, 1938
  • Дом правительства Грузинское ССР, 1939
  • Жилой комбинат г. Тбилиси, 1039
  • Архитектура Джвари, 1940
  • Архитектура малой церкви в Джвари, 1940
  • Ансамблерные решения в архитектуре Грузии, 1946
  • Рецензия о книге В. В. Беридзе «Архитектура Грузии», 1946
  • Архитектура ранне италянскрго ренесанса и зодчества Грузии, 1946
  • Рецензия о книге О. Пиралишвили «Бобневская роспись», 1946
  • Вопросы национальной архитектуры «Грузии», 1946
  • Задачи советских архитекторов Грузии, 1946
  • Искуство Грузии, 1946
  • Методы построения центральной сооружении Грузии, 1946
  • Советская архитектура Грузии, 1946

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება
  •   (№88462, 09.07.1946);
  • მედალი, „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“ (09.07.1946).
  • მედალი, „მამაცური შრომისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების წლისთავის აღსანიშნავად“ (25.03.1970)
  • მედალი, „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“ (23.09.1975)

მეუღლე — ანა ჩხიკვაძე (რუს. Анна Евстафевна Ена; დ. 1910, მაკეევკა — გ. 5 ოქტომბერი, 1988, თბილისი) — საბჭოთა მხატვარი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

ორი შვილი:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 177.
  • გაზეთი „თბილისი“, 25 თებერვალი, 1987 წელი
  • გაზეთი „არქიტექტურა და მშენებლობა“, №32 (83), 15 ოქტომბერი, 1992 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება