მიხეილ მოლოდენსკი

მიხეილ მოლოდენსკი (რუს. Михаил Сергеевич Молоденский; დ. 16 ივნისი, 1909 — გ. 12 ნოემბერი, 1991) — რუსი გეოფიზიკოსი, გეოდეზისტი, გრავიმეტრისტი და ასტრონომი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946). სერგეი ბლაჟკოსა და თეოდოსი კრასოვსკის მოწაფე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ოტო შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (1956–1960).[1]

მიხეილ მოლოდენსკი
დაბ. თარიღი 3 (16) ივნისი, 1909
დაბ. ადგილი ტულა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 1991(1991-11-12) (82 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი, გეოლოგი და ასტრონომი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინური პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების (1932) შემდეგ მუშაობდა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1946 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, 1956 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიისა და გეოფიზიკის საკითხებს. სსრკ-ში პირველი ზამბარიანი გრავიმეტრის ავტორი და დედამიწის ფიგურის თანამედროვე თეორიის შემქმნელი, რომელიც ცნობილია „მოლოდენსკის ამოცანების“ სახელწოდებით.[2]

1953–1961 წლებში მოლოდენსკიმ პირველმა შექმნა კორექტული მათემატიკური თეორია დედამიწის მოქცევისა და დედამიწის ნუტაციური მოძრაობის შესახებ, რომელიც საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მიიღო როგორც საბაზისო თეორიული მოდელი 1979 წელს. 1961–91 წლებში მოლოდენსკიმ განაახლა და დააზუსტა მოქცევების თეორია და მბრუნავი დედამიწის საკუთარი რხევა. ლენინური (1963) და სსრკ სახელმწიფო პრემიის (1946, 1951) ლაურეატი.[2]

თხზულებები

რედაქტირება
  • Инструкция по гравиметрическим работам для общей основной гравиметрической (маятниковой) съёмки СССР (соавт., 1935);
  • Теория нутации и суточных земных приливов» (соавт, 1961);
  • Смещения при приливах в упругой Земле с учётом сил Кориолиса (1970).