მიხეილ კიკნაძე (დ. 30 მაისი, 1905, პატარა ხარაგაული — გ. 20 მარტი, 1973, მოსკოვი) — ქართველი არტილერისტი, გენერალ-მაიორი (1944).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა მეთაურთა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის არტილერისტთა განყოფილება, ხოლო 1932 წელს ქალაქ სევასტოპოლის საზენიტო კურსები, შემდეგ კი უმაღლესი საარტილერიო კურსები. 1938 წლიდან იყო საარტილერიო პოლკის მეთაური. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვისთვის საჰაერო ბრძოლებში. 1943 წლის აპრილში დაინიშნა პოლკის ბაზაზე შექმნილი გვარდიული დივიზიის მეთაურად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. 1960 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოვაწეობდა ქ. მოსკოვში. ავტორია ავტობიოგრაფიული თხზულებისა „ქართველი ჯარისკაცი“ (1973). დაკრძალულია ვედენის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება