მიხეილ დუმბაძე
მიხეილ დუმბაძე (დ. 19 აგვისტო, 1868, შემოქმედი, — გ. 1918) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1913).
მიხეილ დუმბაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების ადგილი | შემოქმედი |
წოდება | გენერალ–მაიორი |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, |
ჯილდოები | წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი, წმინდა ანას III ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ დუმბაძის მამა, აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე ცნობილია, როგორც ლოტბარი და მგალობელი, მაგრამ იგი ამავე დროს იყო პოლიციის პორუჩიკი, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. ცოლად ჰყავდა თავად ნაკაშიძის ასული. ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა – 2 ასული და შვიდი ვაჟი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა და ელენე. უფროსი ვაჟი, დავითი სასულიერო პირი გახდა და ამავე დროს მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; მელიტონი სამოქალაქო სამსახურში ჩადგა; დანარჩენმა ვაჟებმა კი სამხედრო საქმეს მიუძღვნეს ცხოვრება და ხუთივემ რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ–მაიორობას მიაღწია.
მიხეილ დუმბაძემ 1878 წელს დაამთავრა პოლტავის სამხედრო გიმნაზია, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი მეორე თანრიგით. 1878 წლის სექტემბრის თვიდან იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. მსახურობდა 149–ე ქვეითთა შავი ზღვის პოლკში. სამხედრო კარიერაში გაიარა შემდეგი საფეხურები: 1880, 8 აგვისტო – პრაპორშჩიკი; 1884, 15 აგვისტო – პოდპორუჩიკი; 1888, 15 აგვისტო – პორუჩიკი; 1890 წლიდან გადავიდა კავკასიის (ველურ) მსროლელთა რაზმში; 1894 წლის 6 თებერვლიდან გადაინაცვლა სასაზღვრო დაცვაში. 1895, 2 აპრილი – შტაბს–როტმისტრი; 1899, 18 აპრილი – როტმისტრი; 1909 წლიდან 26–ე ყარსის სასაზღვრო ბრიგადის ცალკე კორპუსის როტმისტრია; 1911, 4 მარტი – პოდპოლკოვნიკი; 1911–1913 წლებში 27–ე ერევნის სასაზღვრო ბრიგადის რაზმს მეთაურობს; 1913 წლიდან გენერალ–მაიორია. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა სტანისლავის III ხარისხით (1896); წმინდა ანას III ხარისხით (1901); წმინდა სტანისლავის II ხარისხით (1908).
მიხეილ დუმბაძე სავარაუდოდ 1918 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- histpol.pl.ua/ru/...ppkk.../vospitanniki-ppkk-1878?...
- დოლიძე, ლევან. გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე . თბ., 2003 გვ. 52.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 509.