მიხეილ დარასელია

ქართველი აგრონომ-ნიადაგთმცოდნე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.

მიხეილ კონსტანტინეს ძე დარასელია (დ. 28 ივნისი, 1902, დაბა ზუგდიდი — გ. 22 თებერვალი, 1997, თბილისი) — ქართველი აგრონომ-ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1955), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

მიხეილ დარასელია
დაბ. თარიღი 15 (28) ივნისი, 1902
დაბ. ადგილი ზუგდიდი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1997(1997-02-22) (94 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ნიადაგთმცოდნე
ალმა-მატერი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი. 1928–29 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საცდელ სადგურში ნაკვეთების გეოგრაფიული ქსლის გამგედ. 1930 წლიდან ჩაის მეურნეობის საკავშირო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის განყოფილების გამგეა. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პრობლემების განყოფილების აკადემიკოს-მდივანია. დამუშავებული აქვს ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ჩამორეცხილი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენის საკითხები; შეისწავლა საქართველოს ეწერი და წითელმიწა ნიადაგები და მათი გამოყენება სუბტროპიკული კულტურებისათვის. დარასელია ნიადაგთმცოდნეთა საკავშირო საზოგადოების წევრი იყო.

სსრკ VII–VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951).

ლიტერატურა

რედაქტირება