მიხეილ გიორგაძე (საბჭოთა მოღვაწე)
მიხეილ პორფილეს ძე გიორგაძე (დ. 28 თებერვალი, 1912, სოფ. ზოდი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 23 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1941–51 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში (შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო). 1953–1954 წლებში იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1954–56 წლებში — საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი; 1956–57ი — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სსრკ IV–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე, 25 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. გარდაიცვალა მოსკოვში, ზოგიერთი ცნობით, თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც შეიტყო მის მიმართ კორუფციის ბრალდებით აღძრული საქმის შესახებ.[1]
ჯილდოები
რედაქტირება
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 14.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (რუსული) Почему застрелился секретарь Президиума Верховного Совета СССР Михаил Георгадзе. «Русская Семерка». 9 мая 2018.