მიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე (დ. 25 აპრილი, 1967) — ქართველი წყალბურთელი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2014 წლის 23 ივლისიდან[1][2] - 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
მიხეილ გიორგაძე | |
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 დეკემბერი, 2017 – 15 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი, 2014 – 15 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გურამ ოდიშარია |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 25 აპრილი, 1967 |
საქმიანობა | წყალბურთელი პოლიტიკოსი ეკონომისტი |
1983-1992 წლებში საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის „დინამოს” წყალბურთის გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი. 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტზე. მისი დასრულების შემდეგ, 1992-1993 წლებში, იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში. 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
1994-1997 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, ხოლო 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე — შპს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. პარალელურად, 2005-2014 წლებში იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც.
2014-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2017-2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი; 2018 წლიდან დღემდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სტრუქტურა დაარქივებული 2017-01-06 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- მიხეილ გიორგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ გიორგაძე - ბიოგრაფია დაარქივებული 2021-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯაზში მინისტრებიც არიან „რადიო თავისუფლება“. 23.07.2014
- ↑ პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. „Civil Georgia“. 26 ივლ.'14
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე 15 ივლისი, 2018-დან |
შემდეგი: |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი 15 დეკემბერი, 2017 — 15 ივლისი, 2018 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: გურამ ოდიშარია |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 23 ივლისი, 2014 — 15 დეკემბერი, 2017 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი 15 დეკემბერი, 2017 — 15 ივლისი, 2018 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |